დავით ნარმანიას შვილს სახელი პატრიარქმა შეურჩია - რას ყვება დედაქალაქის პირველი ლედი მეუღლეზე

დავით ნარმანიას შვილს სახელი პატრიარქმა შეურჩია - რას ყვება დედაქალაქის პირველი ლედი მეუღლეზე

ქვეყნისა და ქალაქის პირველი პირების ოჯახებში მატებაა: დავით ნარმანია მესამე შვილის მამა გახდა. პატარა ელენე ქვეყანას 28 იანვარს მოევლინა. პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს კი ვაჟი შეეძინა. ახალშობილს თეიმურაზი (თემიკო) ბაბუის პატივსაცემად დაარქვეს.

"ელენეს სახელი პატრიარქმა შეურჩია"

დავით ნარმანიას მეუღლე, თიკა თინიკაშვილი რუსთავში დაიბადა და გაიზარდა. მომავალი მეუღლე უნივერსიტეტში გაიცნო - დავით ნარმანია მისი ლექტორი გახლდათ. ერთმანეთი შეუყვარდათ, მაგრამ სასწავლებლის მიღმა შეხვედრას იშვიათად ახერხებდნენ. თუმცა, როგორც წყვილი აღნიშნავს: "ყოველდღე თითო ნაბიჯი იდგმებოდა ორივე მხრიდან და..." საბოლოოდ, 2008 წლის 20 სექტემბერს დაქორწინდნენ კიდეც.

ინტერვიუებში თიკას არაერთხელ უთქვამს, რომ დათო ყურადღებიანი მეუღლეა, მაგრამ მას შემდეგ, რაც საჯარო მოხელე გახდა, დროის დიდ ნაწილს სამსახურში ატარებს. მიუხედავად დატვირთული დღის რეჟიმისა, მეუღლის მოკითხვა, მისთვის მესიჯის გაგზავნა და დღესასწაულების მილოცვა არასდროს ავიწყდება. შეიძლება ითქვას, რომ იდეალური ურთიერთობა აქვთ. 8 წელია, ერთად ცხოვრობენ და არასდროს უკამათიათ, ერთმანეთს არასდროს გაბუტვიან.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია