ბაჩო ახალაიას ბრალი ე.წ. ჯაშუშების საქმეზე წარუდგინეს

ბაჩო ახალაიას ბრალი ე.წ. ჯაშუშების საქმეზე წარუდგინეს

თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბაჩო ახალაიას ბრალი ე.წ. ჯაშუშების საქმეზე წარუდგინეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" ახალაიას მეუღლემ, ანი ნადარეიშვილმა განუცხადა, აღნიშნული პროცესის დახურვის მიზნით ბაჩო ახალაიას ახალ ბრალს უყენებენ.

ნადარეიშვილის ინფორმაციით, საუბარია ოპერატიული თანხის გაფლანგვაზე და იქიდან გამომდინარე, რომ ბრალდება ამ თანხას შეეხება, სასამართლო პროცესი სურთ, რომ დახურონ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ახალაიას ერთ-ერთმა ადვოკატმა გოგა ონიანმა განუცხადა, ე.წ. ჯაშუშების საქმეზე ბაჩო ახალაიასთან ერთად ბრალი წარედგინა თავდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს ნიკა ძიმცეიშვილს. ადვოკატის განმარტებით, საბრალდებო ეპიზოდის მიხედვით, ნიკა ძიმცეიშვილს თანხის გაფლანგვაში ბაჩო ახალაია დაეხმარა.

ამ წუთებში ახალაიას კიდევ ერთი ადვოკატი, მალხაზ ველიჯანაშვილი მთავარ პროკურატურაში იმყოფება, სადაც ბრალდების დადგენილებას ეცნობა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ