Microsoft-ის აღმასრულებელი დირექტორი სატია ნადელა უახლოესი ათი წლის განმავლობაში საწერი კალმის გაუჩინარებას პროგნოზირებს.
ტელეკომპანია ABC News-თან ბლიც-ინტერვიუს დროს, კითხვაზე - რომელი ფართოდგამოყენებადი ტექნოლოგია გაუჩინარდება უახლოეს წლებში, სატია ნადელამ განაცხადა, რომ სულ მალე ადამიანები უარს იტყვიან საწერ კალამზე. Microsoft-ის აღმასრულებელმა დირექტორმა არც ხელნაწერი ტექსტების გაქრობა გამორიცხა.
ბოლო პერიოდის განმავლობაში ხელნაწერი ტექსტების გაუჩინარებას მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში პროგნოზირებენ.
გაგრძელება