რამზან კადიროვი - რუსეთმა ფეხები რომ დაუბაკუნოს, სააკაშვილი და პოროშენკო, კანადისკენ უკანმოუხედავად გაიქცევიან

რამზან კადიროვი - რუსეთმა ფეხები რომ დაუბაკუნოს, სააკაშვილი და პოროშენკო, კანადისკენ უკანმოუხედავად გაიქცევიან

ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი მიხეილ სააკაშვილს პასუხობს, რომელმაც განაცხადა, რომ უკრაინის არმიას რუსეთის დაპყრობა შეუძლია.

"რია ნოვოსტის" ინფორმაციით, კადიროვის აზრით, პოლიტიკოსის ეს განცხადება სასაცილოა.

"მთელი რუსეთის დაპყრობა ვერასდროს ვერავინ შეძლო და მით უმეტეს, ვერ შეძლებს სააკაშვილი და პოროშენკო, რომლებიც უკანმოუხედავად გაიქცევიან კანადის საზღვრისკენ რუსეთმა ერთხელ ფეხები რომ დაუბაკუნოს", - განაცხადა კადიროვმა.

მიხეილ სააკაშვილმა უკრაინულ ტელეარხ "24"-თან საუბარში განაცხადა, რომ უკრაინელ სამხედროებს მთელი რუსეთის დაპყრობა შეუძლიათ, მაგრამ ამაში მათ ხელს ის უშლის, რომ უკრაინის არმიას მოძველებული ტანკსაწინააღმდეგო ტექნიკა გააჩნია.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა