დარტყმა "კეზერას" კარტელზე?! - მალე კორუფციული სქემა გაიშიფრება

დარტყმა "კეზერას" კარტელზე?! - მალე კორუფციული სქემა გაიშიფრება

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური სარეკლამო კომპანია "აუთდორ. ჯის" საქმიანობას სწავლობს. გამოძიება კომპანიის როგორც კონტრაქტორ, ისე შვილობილ კომპანიებშიც მიმდინარეობს. გამოძიების დეტალები უცნობია, თუმცა, ცნობილია, რომ ეს კომპანია, თავის დროზე, ყოფილი თავდაცვის მინისტრის, წითელი ცირკულარით ძებნილი დავით კეზერაშვილის სახელს უკავშირდებოდა, ისევე როგორც კომპანია "გალფი" და მისი კონტრაქტორი "უნიგრუპი", რომლებშიც ასევე საგამოძიებო სამსახურია შესული.

ის, თუ როგორ გამოიყენა დავით კეზერაშვილმა თანამდებობრივი გავლენა და ძალაუფლება პირადი კეთილდღეობისთვის, არაერთი ორგანიზაციის კვლევისა და ჟურნალისტური გამოძიების თემა იყო. თუმცა, მისი ბიზნესების წარმომავლობითა და საქმიანობით საგამოძიებო უწყებები აქამდე არ დაინტერესებულან.

გარე რეკლამაზე მოპოვებული მონოპოლია ერთ-ერთია იმ საეჭვო სქემებს შორის, რომელიც კეზერაშვილის სახელს უკავშირდება.

დღეს თბილისში გარე რეკლამის განთავსების ექსკლუზიურ უფლებას, 2021 წლამდე, შპს "აუთდორ. ჯი" ფლობს, რომლის ერთ-ერთი მფლობელი დავით კეზერაშვილი იყო. ერთი კომპანიისთვის ექსკლუზიური უფლებების გადაცემითა და კონკურენტების ჩამოშორებით ვიწრო ჯგუფის ხელში აღმოჩნდა როგორც მასშტაბური სარეკლამო (მათ შორის - პოლიტიკური მიზნებითაც) ბერკეტები, ასევე მილიონების შოვნის გარანტირებული შესაძლებლობა.

თუმცა, ამას წინ უძღოდა ძალზე საეჭვო მანევრები, რომელიც საჯარო აუქციონის სახელით "კარგად" შეიფუთა. 2009 წლის 6 თებერვალს მერიამ, რომელსაც უგულავა ხელმძღვანელობდა, საკრებულოს, ფაქტობრივად, ჩამოართვა გარე რეკლამის რეგულირების უფლება. ამის შემდეგ, დაახლოებით ერთ თვეში, თბილისის მერიამ გამოაცხადა აუქციონი გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემაზე. აუქციონი 2 აპრილს გაიმართა და 3 აპრილს მერიამ უკვე გადასცა ნებართვა დარღვევებით ჩატარებულ აუქციონში გამარჯვებულ "აუთდორ. ჯისა" და "მაგი სტილი მედიას". შემდეგ კი "მაგი სტილი მედიამ" გარე რეკლამის თავისი ნებართვა უსასყიდლოდ დაუთმო "სმოდ ედვერთაიზინგს", რომელიც, თავის მხრივ, ისევ "აუთდორთან" ასოცირდებოდა და ერთი ჰოლდინგის წევრები იყვნენ. ისევე როგორც ბევრ სხვა სფეროში, მერიამ გარე რეკლამის მონოპოლიზებაც მოახდინა.

გარე რეკლამის მსგავსად, საკმაოდ მსუყე ლუკმა იყო საწვავის ბაზარი და შესაბამისად, არც ეს გამორჩენიათ მხედველობიდან ყოფილი ხელისუფლების წევრებს. 2006-2011 წლებში საწვავის საცალო ბაზარზე მცირე და საშუალო საწარმოების ბრუნვის წილი საერთო ბრუნვაში 20%-დან 7%-მდე შემცირდა, სამაგიეროდ, რამდენიმე მოთამაშე გამსხვილდა. მაგალითად, თუ "ვარდების რევოლუციამდე" საწვავით საცალო ვაჭრობის ბაზარზე რამდენიმე ათეული ეკონომიკური აგენტი მოქმედებდა, "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობისას ბაზარზე ხუთი დომინანტი კომპანია დარჩა. აღსანიშნავია, რომ ფარული (კარტელური) შეთანხმების ალბათობა მით უფრო დიდია, რაც უფრო ცოტა ეკონომიკური აგენტი მოქმედებს შესაბამის ბაზარზე. ამაზე ცოტა მოგვიანებით, მანამდე კი ის, თუ როგორ შემოვიდა ბაზარზე კეზერაშვილის "გალფი" და რა ფასად ჩაიგდო ხელში ბაზრის ყველაზე დიდი წილი.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა