"რომც მეყვირა, ეს საქმე მაინც არ გაიხსნებოდა, "ნაციონალებს" ფული ჰქონდათ იური ვაზაგაშვილისგან აღებული"

"რომც მეყვირა, ეს საქმე მაინც არ გაიხსნებოდა, "ნაციონალებს" ფული ჰქონდათ იური ვაზაგაშვილისგან აღებული"

შვილმკვდარმა მამამ, ლევან გაბუნიამ, სკანდალური განცხადება გააკეთა - კორტების სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი ზურაბ ვაზაგაშვილი თავისი შვილის, გიორგი გაბუნიასა და შვილის მეგობრის, ბექა პაპუაშვილის მკვლელობაში დაადანაშაულა. მისი ინფორმაციით, პაპუაშვილის მკვლელობის საქმეზე ზურაბ ვაზაგაშვილი და მისი მეგობრები დააკავეს, თუმცა, ვაკე-საბურთალოს პროკურატურას იური ვაზაგაშვილმა 70.000 აშშ დოლარი გადაუხადა და ზურაბ ვაზაგაშვილი გაათავისუფლეს.

- ეთერში გამოსვლის შემდეგ მართლა დაგიბარეს პროკურატურაში?

- ამ კვირაში ვარ გამომძიებელთან დაბარებული... შვილი 2003 წლის დეკემბერში მომიკლეს, როდესაც "ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლების სათავეში ახალი მოსული იყო. ამ საქმეში მათი ჩინოვნიკები, პროკურორები და გამომძიებლები ფიგურირებდნენ. როდესაც ზურაბ ვაზაგაშვილი დაიღუპა, ერთ კომპანიაში ვმუშაობდი, რომლის ოფისიც კორტებთან იყო. სპეცოპერაციიდან 15 წუთში ჟურნალისტები კომენტარს მთხოვდნენ. "ნაციონალებს" უნდოდათ, მეყვირა, რა კარგი ქნეს, რომ ბანდიტი და ჩემი შვილის მკვლელი მოკლეს-მეთქი. რომც მეყვირა, ეს საქმე მაინც არ გაიხსნებოდა. ფული ჰქონდათ იური ვაზაგაშვილისგან აღებული და ხომ არ იტყოდნენ ამას. ხმაური მას შემდეგ ავტეხე, რაც "ნაცმოძრაობა" წავიდა ხელისუფლებიდან.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ