"მაგთის" არაკეთილსინდისიერებაში ადანაშაულებენ - რამ გამოიწვია უკმაყოფილების "ქარიშხალი"

"მაგთის" არაკეთილსინდისიერებაში ადანაშაულებენ - რამ გამოიწვია უკმაყოფილების "ქარიშხალი"

"გაცნობებთ, რომ 2014-2015 წლის კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში შეძენილი ინტერნეტ, "ესემეს" და წუთობრივი პაკეტები გაგიუქმდათ. შეიძინეთ ახალი პაკეტები 2015-2016 წლის ტენდერით გათვალისწინებული პირობებით. ფასები უცვლელია", - ეს შეტყობინება კომპანია "მაგთიკომისგან" საჯარო უწყებებში დასაქმებულ იმ აბონენტებს მიუვიდათ, რომლებიც კორპორაციული მომსახურებით სარგებლობენ. ამას სოციალურ ქსელებში უკმაყოფილების "ქარიშხალი" მოჰყვა. კერძოდ, აბონენტები ჩიოდნენ, რომ მათ ერთბაშად დაკარგეს არა მხოლოდ კორპორაციული, არამედ პირადი სახსრებით შეძენილი პროდუქტებით სარგებლობის უფლება და შესაბამისად, ის თანხაც, რაც ამ პროდუქტების შესაძენად გადაიხადეს.

როგორც კომუნიკაციების ომბუდსმენი თამთა ტეფნაძე მიიჩნევს, "მაგთიმ" მომხმარებელთა უფლებები დაარღვია: - მიგვაჩნია, რომ ბოლო დღეებში "მაგთიკომის" ქმედებით მომხმარებელთა უფლებები და კანონიერი ინტერესები დაირღვა. ხელშეკრულების ვადის ამოწურვა შესაძლოა, ნიშნავდეს სახელშეკრულებო პირობების გაუქმებას, თუმცა, თავისთავად არ გულისხმობს აღნიშნული ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში შეძენილი პროდუქტების უკან წართმევას. შესაბამისად, ამ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში შეძენილი ინტერნეტმეგაბაიტები, ესემესები თუ სასაუბრო დრო არ უნდა გაუქმებულიყო. თანაც, მომხმარებელთა პირადი ანგარიშებით შეძენილი პროდუქტებიც გაუქმდა. მიგვაჩნია, რომ კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ აუცილებლად უნდა განიხილოს ეს საკითხი. კომისიასთან მოქმედი მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური კომისიას მიმართავს მომხმარებელთა უფლებების დარღვევის შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების მოკვლევის მიზნით...

- კომპანია ვალდებული იყო, მომხმარებლისთვის წინასწარ ეცნობებინა მოსალოდნელი პრობლემის შესახებ?

- დიახ. "მაგთიკომი" თავისი ქმედებით წინააღმდეგობაში მოდის სამოქალაქო სამართლის კოდექსით დადგენილ ზოგად ნორმებთან. კერძოდ, მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეები ვალდებული არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. 361-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. სამწუხაროდ, "მაგთიკომმა" ამ მხრივაც არაკეთილსინდისიერად იმოქმედა. კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მიერ მომხდარის განხილვის შემდეგ, თუ დარღვევები დადასტურდა, "მაგთიკომს", შესაძლოა სანქციები დაეკისროს.

იხილეთ სტატია სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია