"ნუ შვებით ტელევიზიებო ამას, ნუ ქმნით ასეთ" სახეებს" - რამ გააღიზიანა სააკაშვილის ყოფილი პრეს-სპიკერი მანანა მანჯგალაძე?

"ნუ შვებით ტელევიზიებო ამას, ნუ ქმნით ასეთ" სახეებს" - რამ გააღიზიანა სააკაშვილის ყოფილი პრეს-სპიკერი მანანა მანჯგალაძე?

მიხეილ სააკაშვილის ყოფილმა პრეს-სპიკერმა, მანანა მანჯგალაძემ, "ფეისბუქის" სტატუსით ტელევიზიებს მიმართა. მანჯგალაძის შეშფოთების საბაბი, ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში გასული ოთარ ტატიშვილის შოუ გახდა, რომლის მთავარი გმირიც, "პატრულთან მებრძოლი" ეკა ყუშიტაშვილი იყო.

"ნუ შვებით ტელევიზიებო ამას, ნუ ქმნით ასეთ" სახეებს" სატელევიზიო გმირებად და ნუ გაქვთ მერე პრეტენზია რომ ერი ბნელია, რასაც ჩასძახებთ ის ამოგძახებს პრინციპი მოქმედებს, ასე ჩნდებიან ეკები, ლეღვის ფოთლის მხარშავები და ვინ მოსთვლის კიდევ" რანი", მესმის რეიტინგი ბევრს ნიშნავს. ხშირად შენ და დამოუკიდენლად ხდება რაცეები, მაგრამ გარედან ეს ყველაფერი მძიმე შესახედია. არანაირი მორალის კითხვა უბრალოდ თხოვნაა."

"თუ ხალხს არ მიაწვდი პროდუქტს, მერე ხალხი ივიწყებს მას. აბა ნახე რამდენი ვინმე დაავიწყდათ როცა არ იხსენებენ, ასე რომ შეუძლია ტვ-ს მიაძინოს რაღაცეები. და კიდევ ხაჭაპური ძალიან მიყვარს , მაგრამ დილა- საღამოს თუ მექნება მომბეზრდება, მერე შეიძლება შემძულდეს კიდეც , ხოდა ის ვინც მომწონს იმათი ჩვენებაც 24 საათის განმავლობაში მოსაბეზრებელი ხდება, რაც შეეხება ამ გოგოს, მსგავსი ადამიანების გაპიარება სულ ცოტა არასწორია, მითუმეტეს თუ იცი, რომ დიდი აუდიტორია გყავს... ლეღვის ნახარშს იმეორებდა ხალხი წლობით და წარმოიდგინე პატარა- უტვინო გიგოებისთვის ეკა რა გახდება..? კიდევ ერთხელ ვამბობ ეს არის საყოველთაო სატელევიზიო პრობლემა" - აღნიშნავს ერთ-ერთ კომენტარში მანჯგალაძე.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია