ატირებული ქართველი მომღერალი უკრაინული "ახალი ხმის" მწვრთნელებმა დაამშვიდეს

ატირებული ქართველი მომღერალი უკრაინული "ახალი ხმის" მწვრთნელებმა დაამშვიდეს

უკრაინაში საბავშვო "ახალი ხმის" შესარჩევი ტურები მიმდინარეობს, რომლის ჟიურის წევრები წელს ტინა კაროლი, ნატალია მაგილევსკაია და პატაპი არიან. სცენაზე 13 წლის ბათუმელი დიანა შავაძე გამოვიდა, რომელიც სპეციალურად ამ კონკურსისთვის უკრაინაში საქართველოდან ჩავიდა. მან უკრაინული სიმღერა Чорнобривці შეასრულა, თუმცა, სამწუხაროდ, არცერთი მწვრთნელი არ შემოუბრუნდა. როდესაც მას ჰკითხეს, თუ რატომ იმღერა მან უკრაინულად და არა ქართულ ენაზე, გოგონამ უპასუხა, რომ ის უკრაინელ ხალხს უჭერს მხარს. ნატალიას, ტინას და პატაპს ძალიან დასწყდათ გული დიანას გამო და მას სთხოვეს, რომ რამე მშობლიურ ენაზე შეესრულებინა. ამის შემდეგ მწვრთნელებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ მას რომ ქართულად ემღერა, ყველა შემოუბრუნდებოდა და აღელვებული მომღერალი დაამშვიდეს.

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია