ვალერიან ზუმბაძე და "იმედზე" გასული სკანდალური ბრალდებები - "მიმდინარეობს ბინძური კამპანია, რომელსაც საფუძველი არ გააჩნია"

ვალერიან ზუმბაძე და "იმედზე" გასული სკანდალური ბრალდებები - "მიმდინარეობს ბინძური კამპანია, რომელსაც საფუძველი არ გააჩნია"

საუბარია ტელეკომპანია "იმედში" გავიდა სიუჟეტი, სადაც ყოფილი პატიმრები ზუმბაძეს, როგორც ყოფილ გამომძიებელს არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებენ.

"დღევანდელი მონაცემებით, ის თავდაცვის სამინისტროს გენ.ინსპექციის უფროსის მოადგილეა, მის კარიერაში კი საკმაოდ სკანდალური დეტალები მოიპოვება. გაირკვა, რომ წინა ხელისუფლების დროს, ზუმბაძე გამომძიებლის რანგში პირადად ხელმძღვანელობდა შემდეგ საქმეებს: ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ფოტორეპორტიორების, ამავე ბრალდებით დაკავებული ვახტანგ მაისაიას, ექსპრეზიდენტის ყოფილი მრჩევლის – სიმონ კილაძისა და სპეცოპერაცია ენვერის საქმეებს...", - ნათქვამია "ქრონიკის" ეთერში გასულ სიუჟეტში.

სიუჟეტის ეთერში გასვლის შემდეგ თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტიდან კომენტარს"ინტერპრესნიუსთან" აკეთებენ და აცხადებენ, რომ ვალერიან ზუმბაძე თავს უდანაშაულოდ თვლის და მიიჩნევს, რომ მის წინააღმდეგ მიზანმიმართულად მიმდინარეობს ბინძური კამპანია.

"ვალერიან ზუმბაძე თავს უდანაშაულოდ თვლის და მიიჩნევს, რომ მის წინააღმდეგ მიზანმიმართულად მიმდინარეობს ბინძური კამპანია, რომელსაც საფუძველი არ გააჩნია და რეალობას მოკლებულია. იგი მზადაა, სამართლებრივი პროცედურების ფარგლებში პასუხი გასცეს ყველა კითხვას. ამასთან, ვალერიან ზუმბაძე, საკუთარი რეპუტაციის დასაცავად, ცილისმწამებლური განცხადებების ავტორების წინააღმდეგ, შესაბამის უწყებაში საჩივარს შეიტანს", - აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტის განცხადებაში.

ყოფილი პოლიტპატიმარი ვახტანგ მაისაია, შსს-ს კონტრდაზვერვის ყოფილი თანამშრომლის ვალერი ზუმბაძის თავდაცვის უწყების მაღალ თანამდებობაზე დანიშვნას კატეგორიულად ეწინააღმდეგება. მისი თქმით, ზუმბაძე ე.წ. ჯაშუშებისა და სხვა საქმეების გამყალბებელი და ფალსიფიკატორია.

თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილედ ვალერი ზუმბაძე დაინიშნა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა