"ოქროს საჭე" - გუდაური, თოვლი და ნამდვილი "ჯიპი"

"ოქროს საჭე" - გუდაური, თოვლი და ნამდვილი "ჯიპი"

Auto Bild Georgia-ს ორგანიზებით, გრძელდება კონკურსი "ოქროს საჭე", რომელიც წლის საუკეთესო ავტომობილების გამოვლენას გულისხმობს.

ამჯერად, კონკურსის - "ოქროს საჭეს" ფარგლებში, "ჯიპის" მხარდასაჭერი ღონისძიება 7 თებერვალს გუდაურში ჩატარდა. "ჯიპის ცენტრმა" ტესტ-დრაივზე წარადგინა უახლესი Grand Cherokee-ის Overland ვერსია, 3.0 დიზელის ახალი ტექნოლოგიის ეკონომიური ძრავით და 8 სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფით.

მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟულ საავტომობილო დაჯილდოებას - "ოქროს საჭე 2014"-ს, საავტომობილო ჟურნალი "აუტობილდ საქართველო" კომპანია "ვისოლის" მხარდაჭერით მართავს. საუკეთესო ავტომობილები ექვს კლასში არის გადანაწილებული. რჩეული ავტომობილისთვის ხმის მიცემის პროცედურა ვებ-გვერდზე autobild.ge მიმდინარეობს. გრანდიოზული გალა-დაჯილდოება იანვრის თვეში გაიმართება.

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია