რა აკავშირებს გია უდესიანს იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებულთან?!

რა აკავშირებს გია უდესიანს იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებულთან?!

პოლიციის თანამშრომელი გია სოსანაშვილი, იური ვაზაგაშვილის მკვლელობის ჩადენის ბრალდებით, საქართველოს პროკურატურამ 7 თებერვალს დააკავა. "მკვლელმა დაუშვა შეცდომა, ჩვენ გაგვიმართლა და გავხსენით მკვლელობა.

გამოძიების მიერ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებულ იქნა საფლავზე აფეთქებული ხელყუმბარის ნაწილი ე.წ. "ფალიის სახელური", რომელზედაც ჩატარებული ექსპერტიზით აღმოჩენილ იქნა ადამიანის დნმ-ის კვალი. ის სრულად შეესაბამება გია სოსანაშვილის დნმ-ს. უტყუარად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ იური ვაზაგაშვილი გია სოსანაშვილმა მოკლა", - განაცხადა მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ ირაკლი შოთაძემ.

გია სოსანაშვილი კასპის რაიონის სოფელ საკორინთლოდანაა. იგი სამართალდამცველთა რიგებში 2005 წლიდან ირიცხება. 2013 წლიდან დაპატიმრებამდე მას წალკის რაიონის სოფელ ავრალოს პოლიციის განყოფილებაში დეტექტივის თანაშემწე გამომძიებლის პოსტი ეკავა. რა იყო მკვლელობის მოტივი და ვინ შეუკვეთა იური ვაზაგაშვილის მკვლელობა - ამ კითხვებზე ვაზაგაშვილების ადვოკატები პროკურატურისგან დროულ პასუხს ელიან. დაცვის მხარე იმედს გამოთქვამს, რომ ბრალდებული გამოძიებასთან ითანამშრომლებს. პროკურატურა კი, თავის მხრივ, ყველა შესაძლო ვერსიაზე მუშაობს. გია სოსანაშვილი ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს. ბრალდებულს აღმკვეთ ღონისძიებად წინასწარი პატიმრობა შეეფარდა, მისი ადვოკატი სოსო ჯოგლიძე დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარებას მოითხოვს.

გია სოსანაშვილის გვარი პრესაში ყარაფილას ტრაგედიამდე სამი თვით ადრე, 2 ნოემბერს გამოჩნდა. "თავისუფალი თაობის" გამგეობის წევრი გიორგი ყუფარაძე სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებდა, კერძოდ, იგი "ნაციონალური მოძრაობისა" და მისი სატელიტი ორგანიზაციების გააქტიურების მიზეზებზე საუბრობდა: "სააკაშვილის გუნდი ხელისუფლების სათავეში დასაბრუნებლად ემზადება. "ნაციონალური მოძრაობის" მიერ შექმნილ არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართალდამცავთა დაცვის ლიგა" (მასთან მჭიდროდ თანამშრომლობენ "პიკასოს კლუბისა" და "თავისუფალი ზონის" წევრებიც), რომელიც შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნებითა და სააკაშვილის ხელისუფლებასთან დაახლოებული პირებით არის დაკომპლექტებული, სამართალდამცველებთან დაპირისპირების პროვოცირებასა და არეულობის მოწყობას გეგმავს". ყუფარაძემ ინტერვიუში რამდენიმე მოქმედი პოლიციელის გვარი, მათ შორის სოსანაშვილიც დაასახელა, რომელთაც ყუფარაძის ინფორმაციით, ქვეყანაში დესტაბილიზაცია უნდა მოეწყოთ. "სანდო წყარომ მომაწოდა ინფორმაცია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში ე.წ. ჩარჩენილი და "ნაციონალური მოძრაობის" მომხრე პოლიციელების მხრიდან იგეგმება არეულობა, ასევე, გვაქვს ინფორმაცია, რომ "ნაციონალური მოძრაობა" მალე დაიწყებს საპროტესტო აქციების ტალღის აგორებას, რომლის შემდეგაც მოახდენენ პოლიციასთან პროვოკაციას და შეეცდებიან, მასობრივი არეულობის მოწყობას. მიზანი კი ხელისუფლების სათავეში დაბრუნებაა!" - ამბობდა ყუფარაძე როგორც ჩანს, ყუფარაძეს ეს ინფორმაცია პოლიციიდან მიაწოდეს და არც თუ არასანდოა.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ