როგორ გამოიყურებოდნენ 80-იანი წლების ქართული კინოს ვარსკვლავები

როგორ გამოიყურებოდნენ 80-იანი წლების ქართული კინოს ვარსკვლავები

70-იანი წლების ბოლო და 80-იანების დასაწყისი ქართული კინოსთვის მნიშვნელოვან წლებად შეიძლება ჩაითვალოს.

სწორედ ამ პერიოდს მიეკუთვნება თენგიზ აბულაძის "ნატვრის ხე", რომელმაც ლიკა ქავჟარაძის შექმნილი "მარიტას" პერსონაჟი ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ და სათაყვანებელ გმირად აქცია... როლის წყალობით, ლიკა ქავჟარაძემ დიდი ხნით დაიმკვირდა ადგილი ქართველი მაყურებლის გულში.

ქალების გულთამპყრობელმა ზურა ყიფშიძემ პოპულარობა ლანა ღოღობერიძის 1972 წლის ფილმით, "როცა აყვავდა ნუში" მოიპოვა, სადაც იგი მეათეკლასელი მოზარდის როლს ასრულებდა.

მერაბ ნინიძის დებიუტი კინოში 1984 წელს, თენგიზ აბულაძის ფილმში "მონანიება" შედგა, რომელიც მოგვიანებით კანის კინოფესტივალის პრიზიორი გახდა. 2001 წელს ნინიძემ მთავარი როლი შეასრულა კაროლინა ლინკის ფილმში "არსად აფრიკაში", რომელმაც საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისთვის "ოსკარი" მოიპოვა.

ლევან უჩანეიშვილის პოპულარობას საფუძველი ქეთი და სიკო დოლიძეების ფილმით - "კუკარაჩა" ჩაეყარა, სადაც მსახიობი პრინციპებისა და ზნეობის დამცველ მილიციელად გვევლინება. 1990-იანი წლებიდან უჩანეიშვილი ცხოვრებასა და მოღვაწეობას ამერიკაში აგრძელებს, სადაც რამდენიმე ცნობილ ჰოლივუდურ ფილმში ითამაშა.

ია ფარულავას დებიუტი თენგიზ მაღალაშვილის ფილმში, "ძნელი დასაწყისი" შედგა, თუმცა, პოპულარობა გიორგი შენგელაიას ფილმით - "სიყვარული ვენახში" მოიპოვა.

მსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი, დამდგმელი მხატვარი ზაზა კოლელიშვილი მაყურებელმა "ნატვის ხეში", შეთეს როლით გაიცნო. მოგვიანებით, მან უჩანეიშვილის მსგავსად, "კუკარაჩაში" შეასრულა მნიშვნელოვანი როლი, რის გამოც, მაყურებელში ცნობილი "მურტალოს" სახელით გახდა.

ლევან აბაშიძის სამსახიობო კარიერა, ფილმში "რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე" სანდროს როლით დაიწყო. მან ათზე მეტ ფილმში ითამაშა. ახალგაზრდა და პერსპექტიული მსახიობი, სამწუხაროდ, 1992 წელს ქართულ-აფხაზური შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაიღუპა.

სოსო ჯაჭვლიანი ცნობილი თენგიზ აბულაძის "ნატვრის ხეში" შესრულებული გედიას როლით გახდა. 2007 წელს მან გადაიღო ფილმი "სვანი", რომელმაც მინსკის კინოფესტივალის პრიზი მიიღო. ჯაჭვლიანი 2012 წლის მოწვევის პარლამენტის წევრიც იყო.

დაათვალიერეთ გალერეა

"ადრე მეცინებოდა ეგეთ ცოლებზე და კაპასების ერთი გამოვდექი..." - რას წერს ნუკი კოშკელიშვილი ბენთან ურთიერთობის შესახებ

"ოქროს თაობის" მოდელი, სტელა ტენანტი 50 წლის ასაკში გარდაიცვალა

ცნობილი წყვილების "პანდემიური" ქორწილები - ვინ დაოჯახდა საქართველოში 2020 წელს