ავტორი:

"ოქროს თაობის" მოდელი, სტელა ტენანტი 50 წლის ასაკში გარდაიცვალა

"ოქროს თაობის" მოდელი, სტელა ტენანტი 50 წლის ასაკში გარდაიცვალა

"ოქროს თაობის" ბრიტანელი მოდელი, სტელა ტენანტი 50 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ სტელას ოჯახმა გაავრცელა.

"მწუხარებით გაცნობებთ, რომ სტელა ტენანტი 2020 წლის 22 დეკემბერს მოულოდნელად გარდაიცვალა. სტელა შესანიშნავი ქალი იყო, შთაგონების წყარო ყველა ჩვენგანისთვის. “, - ნათქვამია მოდელის ოჯახის წევრების განცხადებაში.

სტელამ პოპულარობა 90-იან წლებში მოიპოვა და მალე კარლ ლაგერფელდისა და "ვერსაჩეს" საყვარელი მოდელი გახდა. სტელას ფოტოები ხშირად ამშვენებდა სხვადასხვა პოპულარული მოდური გამოცემის გარეკანს, მათ შორის Vogue-სა და Harper's Bazaar-ს.

სტელა ტენანტი მუშაობდა ისეთ მოდის სახლებში როგორებიცაა Alexander McQueen, Calvin Klein, Jean Paul Gaultier და Burberry.

ის წლების განმავლობაში ჯანი ვერსაჩეს მუზა იყო. 1998 წელს მოდის ინდუსტრიიდან წავიდა, რადგანაც ორსულად იყო თავის პირველ შვილზე, თუმცა მოგვიანებით კვლავ დაუბრუნდა თავის საქმიანობას. სტელა ფრანგ ფოტოგრაფზე დევიდ ლასნეტზე დაქორწინდა 1999 წელს და მათ 4 შვილი შეეძინათ.

სტელას გარდაცვალების მიზეზი უცნობია. როგორც ოჯახი აცხადებს, ეს მოულოდნელი სიკვდილი იყო და მას არაფერი აწუხებდა. აღსანიშნავია, რომ მოდელი 50 წლის ახლახანს, 17 დეკემბერს გახდა.

წყარო

ცნობილი წყვილების "პანდემიური" ქორწილები - ვინ დაოჯახდა საქართველოში 2020 წელს

ჩცდ-ის ბაქარის ულამაზესი ქორწილი პანდემიის დროს - ბუბა მირცხულავასა და მისი რჩეულის ქორწინების შთამბეჭდავი ფოტოები

"რამდენიმე დღე კლინიკაში იწვა...გული აწუხებდა" - რა გახდა გოგი ქავთარაძის გარდაცვალების მიზეზი