მკვლელობაში ბრალდებული გია სოსანაშვილის სკანდალური მიმოწერა

მკვლელობაში ბრალდებული გია სოსანაშვილის სკანდალური მიმოწერა

სკანდალური საქმის კიდევ უფრო სკანდალური გაგრძელება… პროკურატურამ იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმე გახსნილად გამოაცხადა და ყარაფილაში მომხდარ აფეთქებაში ბრალი მოქმედ პოლიციელს, გია სოსანაშვილს წაუყენა.

გაზეთი Prime Time აქვეყნებს გია სოსანაშვილისა და არასამთავრობო ორგანიზაცია “თავისუფალი თაობის” წარმომადგენლის, გიორგი ყუფარაძის მიმოწერას.

გია სოსანაშვილი ყუფარაძეს „ფეისბუკის“ მეშვეობით ჯერ კიდევ 2014 წლის 19 ნოემბერს დაუკავშირდა. აი, რას წერდა ის:

„გამარჯობა. მე მგონი, ბოდიში უნდა მოგვიხადო მე და ჩემს მეგობრებს, ყველაზე არ მაქვს ლაპარაკი. რა დაგიშავე შენ, ან ნებისმიერს, ესეთი სტატია, რომ დაწერე. მიცნობ საერთოდ, ვინ ვარ, რა გამიკეთებია ამ ქვეყნისთვის. რატო ქენი ეგ საქმე, შენ კი არა, საერთოდ რა დავაშავე, მე ან ჩემმა მეგობრებმა, რომლებსაც საერთოდ არ იცნობ. მე რომ შენზე გლახა ვთქვა, მართალი ვიქნები და საერთოდ, ბოდიშის მოხდა ცუდი არ არის. შენ ჩემს ადგილას სასამართლოში მიჩივლებდი. უბრალოდ ჯობია გამიცნო, დათო მელაპარაკა შენზე“.

ამის შემდეგ სოსანაშვილი ყუფარაძეს 21 ნოემბერს ეხმიანება და დაჟინებით მოითხოვს პასუხს, რატომ ფიგურირებს მისი სახელი ზემოხსენებულ სტატიაში.

21 ნოემბერი, 2014 წელი, გია სოსანაშვილი:

„პასუხი გამეცი, როგორც ბრალდებულს და მე თვითონ მოვიხდი ბოდიშს მედიით. რა დავაშავეთ, ვინ შთაგაგონა. შენ ხომ იცნობ პოლიციელებს, გიო“.

„შენ პარტიელებთან შეგხვდები, ბევრი მეგობარი მყავს. უბრალოდ მითხარი, რატომ დაწერე ჩემზე და ჩემს მეგობრებზე აუგი. შენ თუ გგონია, ვერ გიჩივლებ, შემცდარხარ. არ მოგასვენებ კანონიერად. შენ არ მიცნობ, ვინ ვარ, მე კი გიცნობ, დანაშაული გამოიკვეთა. იცოდე, გიჩივლებ“.

21 ნოემბერი, 2014 წელი, გიორგი ყუფარაძე:

„რა, მემუქრები? სადაც გინდა, იქ მიჩივლე. მე მეგონა, მართლა შევცდით თქვენს მიმართ, მაგრამ შენი ქმედებებით მიდასტურებ, რომ პირიქითაა საქმე. სადაც გინდა იქ მნახე და იქ იჩივლე. სტატიას რაც შეეხება, რედაქციის გაბუქებულია“.

მირიან ბოქოლიშვილი

სრული ვერსია გაზეთ Prime Time-ში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ