"ვინმე თუ იცნობთ გომი(კ)აშვილს, გაუგზავნეთ ეს მიმართვა" - ირაკლი ვაჭარაძე ქართველი მსახიობის ჰომოფობიურ სტატუსს ეხმაურება

"ვინმე თუ იცნობთ გომი(კ)აშვილს, გაუგზავნეთ ეს მიმართვა" - ირაკლი ვაჭარაძე ქართველი მსახიობის ჰომოფობიურ სტატუსს ეხმაურება

მოძრაობა "იდენტობას" ლიდერი ირაკლი ვაჭარაძე მსახიობ მიშა გომიაშვილის რამდენიმე დღის წინ დაწერილ ჰომოფობიურ სტატუსს ეხმაურება. "ვინმე თუ იცნობთ გომი(კ)აშვილს, გაუგზავნეთ ეს მიმართვა. დანარჩენს თვითონაც მიხვდება, თუ რა გზებით უნდა ალოკოს თავისივე გადაფურთხებული", - წერს ვაჭარაძე.

ვაჭარაძე ასევე, არასამთავრობო ორგანიზაცია "იდენტობას" წერილს აქვეყნებს, რომლითაც ისინი ქართველ არტისტებს მიმართავენ: "შეუძლებელია სექსუალური ორიენტაციის ცვლილება, მისი თავს მოხვევა ან პროპაგანდა. ჰომოქსუალი ან ხარ, ან არა. ჰომოსექსუალობას ვერც შეიძენ და ვერც დაკარგავ. სხვადახვა შეფასებით, ჰომოსექსუალთა ხვედრითი წილი ყველა ადამიანთა ყველა საზოგადოებაში 5-10 პროცენტს შორის მერყეობს. სამაგიეროდ, რისი ექსპორტიც შესაძლებელია, ეს ჰომოსექსუალი ადამიანების მიმართ სიძულვილია. ადვილია ჰომოფობიის იმპორტიც: ადამიანების მჩაგვრელი იდეოლოგიისა და კანონების გადმოღება და მოქალაქეებზე მათი თავს მოხვევა", - აღნიშნულია წერილში.

შეგახსენებთ, აღნიშნული გამოხმაურებები მიშა გომიაშვილის სტატუსს მოჰყვა, რომელშიც მსახიობმა განაცხადა, რომ ურჩევნია პრორუსული იყოს, ვიდრე "პროპიდარასტული". "უსქესო, გადაკეთებულ-გადმოკეთებული, უჯიშო, გაუნათლებელი წამყვან-სტუმრიანი, გადაცემა - "თოქ შოუ" შემრჩა... გადავრთავ რუსულ არხზე და პრორუსული ხარო....!!!??? არ მირჩევნია, პრორუსული ვიყო, ვიდრე პროპიდარასტული?... ", - წერდა მსახიობი.

მეტი ინფორმაციისთვის| "ტ**კს თუ არ იძლევი და ძმაკაცის ცოლს თუ არ ხმარობ, საინტერესო არ ხარ?"- მიშა გომიაშვილის ცხარე სტატუსი განხილვის თემად იქცა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია