"ვაზაგაშვილი შემთხვევით აფეთქებას ემსხვერპლა" - მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი

"ვაზაგაშვილი შემთხვევით აფეთქებას ემსხვერპლა" - მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი

მკვლელობაში ბრალდებულის, გია სოსანაშვილის ადვოკატმა თოქ-შოუ "არჩევანის" ეთერში ისაუბრა, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომლემაც იური ვაზაგაშვილის სიცოცხლე იმსხვერპლა, დილეტანტის მიერ იყო დამონტაჟებული.

მისი განცხადებით, ასაფეთქებელი მოწყობილობის ასეთ ადგილზე დამონტაჟებით შეუძლებელი იყო, რომელიმე პირის ლიკვიდაციის დაგეგმვა. ადვოკატი მიიჩნევს, რომ ამის მიზანი ვაზაგაშვილების ოჯახის ან ადგილობრივი მოსახლეობის დაშინება იყო.

ჯოგლიძის განცხადებით, იური ვაზაგაშვილი შემთხვევით აფეთქებას ემსხვერპლა. ადვოკატი ამბობს, რომ გასვენება სადაც ვაზაგაშვილი იყო მისული, ცერემონია ერთი საათით ადრე დაიწყო, "ვაზაგაშვილი ცერემონიამდე ადრე მივიდა საფლავზე, რათა გაესუფთავებინა, რომ შემდეგ ხალხი მისულიყო მისი შვილის საფლავზე" - ამბობს ადვოკატი. მისი თქმით, თუკი ცერემონიის შემდეგ არა მხოლოდ ვაზაგაშვილი, არამედ სხვებიც უნდა მისულიყვნენ მისი შვილის საფლავზე. ჯოგლიძე აცხადებს, რომ აქედან გამომდინარე, არავინ იცის ვინ შეიძლება აფეთქებულიყო საფლავზე მისვლის დროს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ