"დაესხით თავს მიცვალებულს, ჟვანია გადაგიყოლებთ თქვენ!" - ხათუნა ხოფერიას მწვავე ემოციური პოსტი "ნაციონალებს"

"დაესხით თავს მიცვალებულს, ჟვანია გადაგიყოლებთ თქვენ!" - ხათუნა ხოფერიას მწვავე ემოციური პოსტი "ნაციონალებს"

ექს-პრემიერ ზურაბ ჟვანიას მეგობარი ხათუნა ხოფერია, "რუსთავის 2"-ის ეთერში, გიორგი გაბუნიას გადაცემაში გამოქვეყნებულ ინფორმაციას ეხმაურება:

"თავდასხმა, საუკეთესო თადაცვააო!!!!!!!!!!! მიდით, მიდით, დაესხით თავს მიცვალებულს!!!!! დიახ, ზურაბ ჟვანია გადაგიყოლებთ თქვენ!!!!!! ნაციონალური რეჟიმის უმაღლეს ხელისუფალთ!!!!! დამთავრდა!!!!!! მივუახლოვდით ფინიშს!!!!! ჟვანიას მკვლელობისთვის დაისჯება ყველა და პირველ რიგში სააკაშვილი...... რუსთავი-2 ვეღარ გადაფარავს და ვეღარ დააშანტაჟებს პროკურატურას!!!!!! დაესხით თავს მკვდარს, მაგითი მკვლელ ცოცხლებს ვეღარ დაიცავთ!!!!!" - აღნიშნულია ხოფერიას "ფეისბუქ-სტატუსში". 

შეგახსენებთ, რომ გუშინ გიორგი გაბუნიას გადაცემაში გამოქვეყნდა დასკვნა, რომელიც ”რუსთავი 2”-ს კონფიდენციალურმა წყარომ მიაწოდა. ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიუროს  დასკვნის კიდევ ერთი ნაწილი, რომელიც ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის საქმეზე მომზადდა. "დასკვნები 2005, 2006 და 2007 წლებით თარიღდება და მათში დეტალურად არის აღწერილი შემთხვევის ადგილი, ყველა ნივთი და ყველა ნივთიერება, რომელიც გამომძიებლებმა ბინაში აღმოაჩინეს. ნივთმტკიცებულებები დეტალურად არის აღრიცხული და დანომრილი. დოკუმენტში ასევე მითითიებულია, რომ ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის დნმ-ის კვალი რამდენიმე განსხვავებული ტიპის ნივთზეა აღმოჩენილი. მათ შორის, არის არა მარტო ჭიქა და სიგარეტის ნამწვავი. დნმ-ის კვალი ასევე აღმოჩენილია ხალათებსა და ზეწარზეც", - ამის შესახებ "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, FBI-ის დასკვნაშია საუბარი.

მეტი ინფორმაციისთვის| ცნობილების ხმაურიანი განცხადებები სკანდალურ დასკვნაზე, რომელიც ჟვანიას არატრადიციულ ორიენტაციაზე მიანიშნებენ

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა