"თუ ვინმემ ხელში ჩაიგდო თქვენი დნმ და ის მოხვდა დანაშაულის ადგილას..." - შესაძლებელია თუ არა დნმ-ით მანიპულირება?

"თუ ვინმემ ხელში ჩაიგდო თქვენი დნმ და ის მოხვდა დანაშაულის ადგილას..." - შესაძლებელია თუ არა დნმ-ით მანიპულირება?

პროკურატურამ იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმე გახსნილად გამოაცხადა. ერთ-ერთი მთავარი სამხილი, რაზეც პროკურატურა საუბრობს, არის ხელყუმბარაზე დახვეულ საიზოლაციო ლენტზე არსებული ბრალდებულის დნმ-ი. ამ ფაქტმა საზოგადოების განსხვავებული რეაქცია გამოიწვია. რამდენად იყო შესაძლებელი, რომ მართლაც დარჩენილიყო საიზოლაციო ლენტზე დნმ-ის კვალი, ამ თემაზე კომენტარი სპეცსამსახურების საქმიანობაზე საზოგადოებრივი კონტროლის საქართველოს ცენტრის ხელმძღვანელს, ბესიკ ალადაშვილს ვთხოვეთ:

- დნმ-ის ანალიზი მეოცე საუკუნის ბოლოს და ამ საუკუნის დასაწყისის კრიმინალისტიკის ერთ-ერთი უდიდესი მიღწევაა. სულ მცირედი დეტალითაც კი შესაძლებელია ადამიანის დნმ-ის დადგენა. შესაძლოა, ეს იყოს ოფლი, თმის ღერი, კანის უმცირესი ნაწილაკი, ტანსაცმელი, რომელიც ადამიანს ეცვა და სხვა. სხვათა შორის, დნმ-ის ანალიზის შედეგად, აშშ-ში 15-20 წლის წინანდელი საქმეები გადაიხედა და რიგ შემთხვევებში განსხვავებული განაჩენიც დადგა. რაც შეეხება იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საკითხს, მთავარია იქ, მკვლელობის ადგილას რა დახვდა გამოძიებას. დნმ ისეთი რაღაცაა, ის ვერც გაქრება და ვერც ხელოვნურად ვერ შექმნი, შესაბამისად, თუ გამოძიებას მართლაც აქვს დნმ-ს ანალიზის პასუხები, მაგრამ ბრალდებული არ აღიარებს, რომ ის იქ იმყოფებოდა, მაშინ მას ახსნა მოუწევს, თუ როგორ მოხვდა მისი დნმ ხელყუმბარაზე.

- ანუ ის, რასაც პროკურატურა ამბობს, რომ დნმ-ს აღმოჩენა შესაძლებელი გახდა, საიზოლაციო ლენტის საშუალებით, შესაძლებელია?

- საიზოლაციო ლენტზე, თვისებიდან გამომდინარე, შესაძლებელია, ოდნავ ხელის შეხებითაც კი აღიბეჭდოს რამე. თუმცა, არის კიდევ სხვა ბევრი ნიუანსი, რომელიც არ მინდა გავახმოვანო, ვინაიდან არ მსურს ჩემი ვერსიებით საქმეს რაიმე ფორმით ხელი შევუშალო, მაგრამ კითხვები მაქვს როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარესთან. დაველოდოთ პროცესების განვითარებას, მაგრამ ერთსაც ვიტყვი, რომ არ მომწონს როდესაც პროკურატურა და ადვოკატები ყოველდღიური განცხადებების რეჟიმში არიან, ეს აბნევს საზოგადოებას. სხვათა შორის, მე სხვა ინტერვიუებშიც განვაცხადე, რომ ამ შემთხვევაში დნმ-ზე არანაკლებ მნიშვნელოვანი იქნებოდა, მობილური კავშირების გაშიფვრა.

რაც შეეხება ზოგადად დნმ-ს, ის ძალიან კონფიდენციალური ინფორმაციის შემცველია. ეს გენეტიკური საიდუმლოებაა. წარმოიდგინეთ, დნმ-ს კოდით შეგვიძლია გავიგოთ ამა თუ იმ ადამიანის წინაპარი დაავადებული იყო თუ არა. დნმ არის ულევი ინფორმაციის ბანკი. საბანკო ანგარიშებზე გაცილებით გასაიდუმლოებული ინფორმაციაა დნმ, ვინაიდან, თუ ვინმემ ხელში ჩაიგდო თქვენი დნმ და შემდეგ ის მოხვდეს დანაშაულის ადგილას, ან იარაღზე ან სხვა ნივთზე, თქვენ უკვე ძალიან გიგიჭირდებათ საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცება.

ლადო გოგოლაძე

AMBEBI.GE

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ