"სოზარი ამორალური და უზნეო ადამიანია!" - მელია-სუბარის დაპირისპირება შეურაცხმყოფელი სიტყვებითა და მწვავე ბრალდებებით

"სოზარი ამორალური და უზნეო ადამიანია!" - მელია-სუბარის დაპირისპირება შეურაცხმყოფელი სიტყვებითა და მწვავე ბრალდებებით

"სოზარ სუბარის თითქოს კეთილსახიერი ნიღბის მიღმა სინამდვილეში უზნეო და ამორალური ადამიანი იმალება! ყველაფრის კადრება როგორ შეგიძლია შენ და შენ პოლიტიკურ მეგობრებს?! ბავშვობაში "ყველაფრის კადრებაზე" დადიოდი? კურტიზანი პოლიტიკოსი ხარ!" - აღნიშნულია ნიკა მელიას ოფიციალურ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება გაზეთ "პრაიმ თაიმისთვის" მიცემულ ინტერვიუს, რომელშიც ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი სუზარ სუბარი, თბილისის მერობის ყოფილ კანდიდატს, ნიკა მელიას არასრულწლოვანის გარდაცვალების საქმეში აკისრებს პასუხიმგებლობას.

"ხმაური იყო, რადგან მომივარდებოდა ხოლმე ნიკა მელია, იყვირებდა და წავიდოდა. ყველა იმ ადამიანმა, ვინც გამოსახლდა, საკუთარი ნებით დატოვა საცხოვრებელი, რადგან მოვახდინეთ კონკრეტული ობიექტის გარემონტება. ამ პროცესს ხელს უშლის ის, რომ კონკრეტულ ობიექტებში, დევნილებთან ერთად, არიან სოციალურად დაუცველებიც. ისინიც გაჰყავდა თბილისის მერიას, მაგრამ, ისევ და ისევ, ხელის შეშლის გამო, ეს ვერ მოხერხდა. სამწუხაროდ, ამას მოჰყვა ტრაგედია, შენობაში ცეცხლი გაჩნდა და ერთი არასრულწლოვანი გარდაიცვალა, მეორე მძიმედ დაშავდა, ასევე სერიოზული დამწვრობა მიიღო ოჯახის უფროსმა. ძალიან მაინტერესებს, გრძნობს თუ არა ამ ტრაგედიაზე პასუხისმგებლობას ნიკა მელია, რომ არა მისი პოლიტიკური წარმოდგენა, დღეს ის ბავშვი ცოცხალი იქნებოდა და მისი ოჯახი მერიის მიერ უსაფრთხო ადგილას იქნებოდა გაყვანილი. მაინტერესებს, ერთხელ მაინც მივიდა ამ ოჯახთან? მიუსამძიმრა მაინც? სინდისის ქენჯნას არ განიცდის ამ ტრაგედიაზე? რა თქმა უნდა, გამოსახლების პროცესი ყველგან ხავერდოვნად ვერ მოხდება. არის კატეგორია, რომელსაც, პირველ რიგში, ეკუთვნის ბინა, მაგრამ იმის გამო, რომ სხვამ უფრო "იშუსტრა": და დროზე ადრე შეიჭრა ობიექტში, იქმნება პრობლემა. სწორედ ეს შეჭრილი ხალხი ითხოვს სასწრაფოდ დაკანონებას და აქციებსაც მართავს, მაგრამ არ დავუკანონებ! მე ვიქნები მტყუანი იმ ათეულობით ადამიანის წინაშე, რომელიც ყოველდღე სიკვდილს შეჰყურებს, რადგან ნგრევად ობიექტებში ცხოვრობს", – ამბობს გამოცემასთან საუბრისას სოზარ სუბარი.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა