ინტერნეტსივრცეში "ქურდების საიტი" გამოჩნდა - როგორ ეთაყვანებიან "კანონიერ ქურდებს" საქართველოში

ინტერნეტსივრცეში "ქურდების საიტი" გამოჩნდა - როგორ ეთაყვანებიან "კანონიერ ქურდებს" საქართველოში

"გავერთიანდეთ, ვიაქტიუროთ და განვავითაროთ ერთადერთი ქურდული საიტი, ნუ ვიქნებით ჩმორებივით და ჩუმად ნუ დაველოდებით ჩვენი დროის დაბრუნებას" - ინტერნეტსივრცეში სკანდალური საიტი გამოჩნდა, რომელზეც ქურდული სამყაროს პროპაგანდის შემცველი მასალებია განთავსებული.

გვერდი ე.წ. უკოზის სისტემაშია შექმნილი. ეს სისტემა ინტერნეტის ნებისმიერ მომხმარებელს საშუალებას აძლევს, გამარტივებული გზით შექმნას ვებ-გვერდი, ატვირთოს ფაილები და ფორუმის მეშვეობით, საიტის მომხმარებლებმა ერთმანეთთან კავშირიც დაამყარონ.

საიტი ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია, თუმცა უკვე ატვირთულია სხვადასხვა სახის ქურდული სიმბოლიკა, ვიდეო-რგოლები და მოწოდებები. გვერდის დევიზი ასეთია – "ქურდებს სიცოცხლე, ბოზებს სიკვდილი". Ambebi.ge საიტის მისამართს შეგნებულად არ ასაჯაროებს.

საიტზე ასევე შეხვდებით სხვადასხვა რუბრიკებს: – "ქურდული გაგება", "ცნობილი შავები", "კაიფი", კრიმინალური ისტორიები", "კანონიერი ქურდები" და სხვა.

აქვე ავტორი განმარტავს საიტის შექმნის მიზანსა და ამოცანებს.

"მოგეხსენებათ, დღესდღეობით ქურდული სამყარო ცუდ დღეშია, მაგრამ ისევ მოვა ჩვენი დრო ძმებო, ჩენ ვერ გაგვანადგურებენ, სწორედ ამისათვის შეიქმნა ეს საიტი, გავერთიანდეთ, ვიაქტიუროთ და განვავითაროთ ერთადერთი ქურდული საიტი, ნუ ვიქნებით ჩმორებივით და ჩუმად ნუ დაველოდებით ჩვენი დროის დაბრუნებას. მასალების დადება და კომენტარები სტუმრებისთვის დახურულია და მხოლოდ შემოწმებული წევრები მიიღებენ სტატუსებს. საიტს ვერ დახურავენ და ვერც შეგვამოწმებენ, უკოზის სისტემაში დაცულები ვართ".

ცნობისთვის, ქურდული სამყაროს წევრობა და აგიტაცია-პროპაგანდა საქართველოს კანონმდებლობით სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება. ვინ დგას საიტის უკან და დაიწყო თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება, ჯერ უცნობია.

იხილეთ ვიდეო

ხათუნა გაგნიძე

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია