საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაგრატიონს უმასპინძლა

საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაგრატიონს უმასპინძლა

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, გელა დუმბაძემ ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულ, ბაგრატიონ-მუხრანელთა სამეფო სახლის მეთაურს, დავით ბაგრატიონ-მუხრანბატონს უმასპინძლა. შეხვედრას ესწრებოდნენ ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსი დავით ჩიკვაიძე და ასევე ესპანეთიდან სამშობლოში დაბრუნებული, სახელმწიფო მინისტრის მრჩეველი თამარ გამილაღდიშვილი-გაგუა.

სახელმწიფო მინისტრმა კმაყოფილება გამოთქვა, რომ ბაგრატიონთა ოჯახმა შეძლო ხანგრძლივი დევნილობის შემდეგ საქართველოში დაბრუნება. გელა დუმბაძემ აღნიშნა, რომ დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი მოწოდებულია, ხელი შეუწყოს უცხოეთში მცხოვრები ყველა თანამემამულის სამშობლოში ღირსეულად დაბრუნებას და მათ დამკვიდრებას საქართველოში. თავის მხრივ, დავით ბაგრატიონმა გამოთქვა სურვილი, რომ იმ რესურსებით, რაც გააჩნია სამეფო სახლს, აქტიური მონაწილეობა მიიღოს ქართული დიასპორის დახმარების მიმართულებით, რითიც ერთგვარად გაგრძელდება ის საამაყო საქმიანობა, რასაც ეწეოდა მისი პაპა, ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანბატონი ქართული ემიგრაციის დასახმარებლად.

სახელმწიფო მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის კარი ღიაა ყველა იმ ინიციატივისათვის, რაც მიზანმიმართულია უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების კეთილდღეობისაკენ.

შეხვედრის დასასრულს, გამოითქვა სამომავლოდ თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი და დაისახა კონკრეტული გეგმები.

"საერთოდ არ ვარ გასწორებულში... რაც აქამდე იყო, ვიღაც ტიპი, რომელიც უნამუსო აღმოჩნდა, იგივე დარჩება ჩემთვის" - რას წერს მაკო გომური გახარიაზე?

"მოვუწოდებ პოლიტიკურ პარტიებს, ჩაერთონ მოლაპარაკებაში..." - დავით ბაგრატიონი ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს

"როცა სასულიერო პირი ეტრფის სტალინს, ეს ნიშნავს, რომ მზადაა უსასტიკესი მეთოდებით ჩამოიშოროს სხვაგვარად მოაზროვნენი" - დეკანოზი