ძვირადღირებული საძინებელი, სასადილო, როიალი, სახლი წყნეთში - დეტალები ჯოკია ბოდოკიას დეკლარაციიდან

ძვირადღირებული საძინებელი, სასადილო, როიალი, სახლი წყნეთში - დეტალები ჯოკია ბოდოკიას დეკლარაციიდან

შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, განსაკუთებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის აპარატის უფროსი, 1972 წელს დაბადებული ჯოკია ბოდოკია დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, ჯოკია ბოდოკიამ ერთ-ერთი კერძო კომპანიის წარმომადგენელს სასტუმროს მშენებლობის ნებართვის გაცემაში დახმარებისა და მშენებლობის პროცესში მფარველობის გაწევის სანაცვლოდ, ქრთამის სახით მოსთხოვა სასტუმროს მშენებლობის ღირებულების 10% - 180 000 აშშ დოლარი, საიდანაც წინასწარ ქრთამის სახით აიღო მოთხოვნილი თანხის ნაწილი - 50 000 აშშ დოლარი.

ჯოკია ბოდოკია ქონებრივი დეკლარაციას "გურია ნიუსმა" გადაავლო თვალი.

როგორც 2003 წელს შევსებული დოკუმენტიდან ირკვევა, 175 000 ლარად შეფასებულ ბინას თბილისში, შროშის ქუჩაზე, ჯოკიას დედა მანონი ბოდოკია ფლობდა. მანონი ბოდოკიას სახელზეა 350 000 ლარად შეფასებული სახლი წყნეთში, 40 000 ლარად შეფასებული სასადილო, 10 000 ლარიანი საძინებელი, 11 000 ლარიანი როიალი და 50 000 ლარად შეფასებული სხვა ნივთები, რომლებიც დეკლარაციაში დაკონკრეტებული არ არის.

2003 წელს მანონი ბოდოკიას საჩუქრად 1090 ლარის ღირებულების მობილური ტელეფონი და 1760 ლარის ღირებულების ოქროს სამაჯური აქვს მიღებული.

ამავე წელს, ქალბატონმა მანონიმ 11 000 ლარად ღირებული ოქროს ყელსაბამი გაასხვისა.

წყარო: gurianews.com

”გურია ნიუსი”

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ