''სანამ საბერძნეთში ოჯახისთვის ლუკმა-პურისთვის ვმუშაობდი, ჩემმა მეუღლემ ცოლი მოიყვანა''

''სანამ საბერძნეთში ოჯახისთვის ლუკმა-პურისთვის ვმუშაობდი, ჩემმა მეუღლემ ცოლი მოიყვანა''

გასულის საუკუნის 90-იან წლებში საქართველოში არაერთ ოჯახს ფინანსურად ისე გაუჭირდა, რომ ერთი ან რამდენიმე წევრი სამუშაოდ საზღვარგარეთ გაემგზავრა. ხშირ შემთხვევაში ესენი იყვნენ ქალები, რომლებიც უახლოეს ქვეყნებში - თურქეთსა და საბერძნეთში სხვადასხვა სამსახური იშოვეს. ლია ბ. ერთ-ერთი მათგანი იყო, ვინ საქართველოში ქმარ-შვილი დატოვა, რომ მათთვის საბერძნეთიდან ფული გამოეგზავნა...

ლია.ბ.

- ფილოლოგიის ფაკულტეტი დავამთავრე, ერთხანს სკოლაში ვმუშაობდი, მაგრამ შვილები რომ შემეძინა, იძულებული გავხდი სამსახურისთვის თავი დამენებებინა. არც დედა მყავდა და არც დედამთილი, რომ მათ ჩემთვის ხელი შეეწყოთ და რამეში მომხმარებოდნენ. მეუღლე ინჟინერია, მაგრამ ამ პროფესიით ყოველთვის ცოტა შემოსავალი ჰქონდა. მერე შინ ხეზე მუშაობა დაიწყო, დიდი სახლი გვქონდა და ავეჯს აკეთებდა. თითქოს თავიდან კარგად იყიდებოდა ყველაფერი: სკამი, მაგიდა, კარადები, თაროები, მაგრამ შემდეგ საქმე უკან წავიდა. წელიწადი ისე გავიდოდა, არაფერი იყიდებოდა. ერთხანს ნამცხვრებს ვაცხობდი და მაღაზიებში ვაბარებდი, მერე ეს ბიზნესიც ჩაგვივარდა. უკიდურესად რომ გაგვიჭირდა, სწორედ მაშინ გადავწყვიტე საბერძნეთში გამგზავრება. იქ ერთი ჩემი ბავშვობის მეგობარი ქმართან ერთად ცხოვრობდა და ვიფიქრე, რომ პირველ ეტაპზე ის დამეხმარებოდა, სამსახურს მომაძებნინებდა.

- გაამართლა ჩანაფიქრმა?

- დიახ... მოგეხსენებათ, იმ დროს კომუნიკაციაც პრობლემას წარმოადგენდა. არც ''სკაიპი'' ვიცოდი რა იყო და ''ფეისბუქიც'' არ არსებობდა. მაკასთან დაკავშირებას რამდენიმე კვირა ვცდილობდი, იმედი უკვე გადაწურული მქონდა, მაგრამ ერთხელაც ტელეფონის ყურმილში მისი ხმა შემომესმა. ბედნიერებისგან ადგილზე ჩავიკეცე და ძლივს მოვუყარე თავი სიტყვებს. მაკამ დახმარება აღმითქვა და მეც გასამგზავრებლად მეორე დღესვე დავიწყე ყველა საჭირო საბუთის შეგროვება.

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია