"თუ ზურა ჰომოსექსუალი იყო, მას ბინძურად ჩათვლიდით?" - თამარ ჩერგოლეიშვილი გოგლა ჟვანიას

 "თუ ზურა ჰომოსექსუალი იყო, მას ბინძურად ჩათვლიდით?" - თამარ ჩერგოლეიშვილი გოგლა ჟვანიას

ტელეკომპანია "ტაბულას" გადაცემა "თეორემას" ეთერში  ზურაბ ჟვანიას ძმამ, გოგლა ჟვანიამ თამარ ჩერგოლეიშვილის შეკითხვებს უპასუხა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ჟვანიას პირადი ცხოვრების შესახებ ხმები ყოფილმა ხელისუფლებამ განზრახ გაავრცელა.

"თქვენ რაღაც ძალიან გაწუხებთ ზურას პირადი ცხოვრება, სულ ამაზე საუბრობთ. ზურას პირად ცხოვრებაში არ არის საიდუმლოებები", - განუცხადა გოგლა ჟვანიამ თამარ ჩერგოლეიშვილს.

გოგლა ჟვანიას განცხადებით, ხელისუფლებამ შექმნა მითები ზურაბ ჟვანიას პირადი ცხოვრების შესახებ, რათა ოჯახის წევრებს ამ საქმეში ქექვა არ დაეწყოთ და ამასთანავე, საზოგადოების აზრის ფორმირება მომხდარიყო.

გადაცემის წამყვანის კითხვაზე, მიაჩნია თუ არა მას ჰომოსექსუალური აქტი სიბინძურედ, გოგლა ჟვანიამ უპასუხა, რომ დიახ.

თამარ ჩერგოლეიშვილი: თუ ზურა ჰომოსექსუალი იყო, თუ დავუშვებთ, რომ ძმა გყავთ ჰომოსექსუალი, მას ბინძურად ჩათვლით?

გოგლა ჟვანია: ეს იქნებოდა ჩვენი ოჯახის უბედურება, მაგრამ ამასთან ადგილი არ გვაქვს.

იხილეთ ვიდეო

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა