ლიკა ქავჟარაძისა და ლევან შანიძის დღემდე უცნობი სურათები: ''3 დღის წინ ვესაუბრე, თავად დამირეკა...''

ლიკა ქავჟარაძისა და ლევან შანიძის დღემდე უცნობი სურათები: ''3 დღის წინ ვესაუბრე, თავად დამირეკა...''

''ფოტოები წარსულიდან'' - ამ წარწერით გამოაქვეყნა ჟურნალისტმა ლევან შანიძემ ფოტოები, სადაც ის ყოფილ მეუღლე - ლიკა ქავჟარაძესთან ერთადაა გადაღებული.

ლევანი ამჯერად ტელეკომპანია ''ობიექტივში'' მუშაობს. აფხაზეთის ომშიც ჟურნალისტად იყო წასული და მაშინ მეტსახელი ''სიენენა'' დაარქვეს.

ლევანმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ფოტოებზე დაწერა, რომ მათი გამოყენების უფლება არავის ჰქონდა. მისგან ფოტოების გამოქვეყნების ნებართვა ავიღეთ და წარსულზე რამდენიმე კითხვა დავუსვით.

- ლევან, ლიკასთან ერთად ეს ფოტოები როდის გადაიღეთ?

- შავ-თეთრი ფოტო 2002 წელსაა გადაღებული, ჩემი ფოტოაპარატით. ფერადი - 2004 წელს...

- დღეს რა ურთიერთობა გაქვთ ლიკასთან?

- ლიკას სულ რაღაც 3 დღის წინ ვესაუბრე, თავად დამირეკა...

- ე.ი. დღემდე კარგი მეგობრები ხართ…

- ისეთივე მეგობრები ვართ, როგორც ადრე. რა უნდა შეიცვალოს, ან რატომ?..

იხილეთ ფოტოგალერეა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია