რა ბედი ელის თქვენს "ფეისბუქ-ექაუნთს" თქვენი სიკვდილის შემდეგ?

რა ბედი ელის თქვენს "ფეისბუქ-ექაუნთს" თქვენი სიკვდილის შემდეგ?

”ფეისბუქმა” ახალი ფუნქცია დაამატა საიტზე, რომელიც საშუალებას იძლევა, ექაუნთის მფლობელმა საკუთარი გვერდი გარდაცვალების შემდეგ მეგობარს უანდერძოს. ასეთი ცვლილება მას შემდეგ განხორციელდა, რაც ფეისბუქის ადმინისტრაციას უამრავი წერილი მიუვიდა მსგავსი თხოვნით. თავიდან ეს ფუნქცია მხოლოდ ამერიკაში იქნება ხელმისაწვდომი.

”როდესაც ადამიანი გარდაიცვლება, მისი ფეისბუქ-გვერდი შესაძლებელია იქცეს მემორიალურ გვერდად მეგობრებისთვის და იმ ადამიანებისთვის, ვისთვისაც გარდაცვლილი ინტერესს წარმოადგენდა, მაგრამ სიცოცხლეში ვერ მოახერხეს მისი გაცნობა”, - განაცხადა სოციალური ქსელის წარმომადგენელმა.

მემკვიდრეს, რომელსაც სიკვდილის შემდეგ დაუტოვებს საკუთარ პროფილს ფეისბუქ მომხმარებელი, შეეძლება გამოაქვეყნოს პოსტი დაკრძალვის შესახებ. მემკვიდრე ვერ შეძლებს იმოქმედოს, როგორც გვერდის მეპატრონემ, ნახოს მისი პირადი მიმოწერა და ა.შ, მაგრამ შეძლებს ახალი მეგობრების დამატებას, პროფილის და “ქავერ“ ფოტოების შეცვლას, ახალი ალბომის შექმნას და ახალ მეგობრებთან ჩათში საუბარს.

მომზადებულია bbc.com-ს მიხედვით.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია