გია ვოლსკი - თუ პრეზიდენტი უზანაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატად ქუცნაშვილს წარადგენს, ეს სწორი გადაწყვეტილება იქნება

გია ვოლსკი - თუ პრეზიდენტი უზანაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატად ქუცნაშვილს წარადგენს, ეს სწორი გადაწყვეტილება იქნება

ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრს, გია ვოლსკის მიაჩნია, რომ თუკი პრეზიდენტი უზანაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატად ზაქარია ქუცნაშვილს წარადგენს, ეს სწორი გადაწყვეტილება იქნება, რადგან ქუცნაშვილი ამ თანამდებობაზე რომელიმე პოლიტიკური პარტიის გავლენის ქვეშ არ იქნება.

როგორც ვოლსკიმ ფრაქციის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ფრაქციის 47-ვე წევრი თანხმდება, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი არ უნდა ემორჩილებოდეს ვინმეს პოლიტიკურ ნებას ან რომელიმე პოლიტიკურ პარტიას.

ვოლსკი აქცენტს ასევე აკეთებს იმაზე, რომ პრეზიდენტთან შეთანხმებული აღნიშნული კრიტერიუმის განმარტებისას ინტერპრეტაციებს ჰქონდა ადგილი. "ამასთან დაკავშირებით თავიდან გაკეთებული განმარტებები იყო არასწორი. ეს აზრი არ ყოფილა, რომ რომელიმე ფიგურას არ შეუძლია, თავისი კანდიდატურა დააყენოს. ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას", - განაცხადა ვოლსკიმ.

მისივე თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაციამაც განმარტა, რომ ეს არც მათ უგულისხმიათ, რომ ადამიანს, რომელიც არის პოლიტიკური ფუგურა, არ აქვს უფლება, საკუთარი კანდიდატურა დააყენოს", - აღნიშნა ვოლსკიმ. ამასთან, მან თავი აარიდა კონკრეტულ პასუხს კითხვაზე, დაუჭერს თუ არა მხარს ქუცნაშვილის კანდიდატურას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა