ზაქარია ქუცნაშვილი - დავით საგანელიძე აგონიაშია

ზაქარია ქუცნაშვილი - დავით საგანელიძე აგონიაშია

დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილის შეფასებით, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე აგონიაშია. ამის შესახებ ქუცნაშვილმა ფრაქცია "ქართული ოცნების" სხდომის შემდეგ, "ქრონიკის" ეთერში, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევის საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

"უკვე იუმორში გადადის ეს თემატიკა. როგორც ჩანს, ბატონი დავითი აგონიაშია, რადგან საუბობს, რომ კრიტერიუმი არ განხილულა და ბატონი ზაქარია რომელი ოთახიდან გამოვიდაო. აქ მაქვს ჩვენი სხდომის დღის წესრიგი, სადაც წერია ერთ-ერთ საკითხად, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კრიტერიუმები და ჩემი კოლეგები მთელი ორი საათი ელოდნენ ამ საკითხის რიგის მოსვლას. გამოდის ბატონი და საუბრობს, რომ ეს საკითხი საერთოდ არ განხილულა", - განაცხადა ქუცნაშვილმა და დასძინა, რომ დავით საგანელიძემ შეუსაბამო განცხადებებით საკუთარი თავის სრული დელეგიტიმაცია მოახდინა.

ქუცნაშვილი ადასტურებს, რომ გუნდში პრობლემებია, მაგრამ ეს პერსონალის პრობლემაა და არაა მთელი გუნდის. ქუცნაშვილი არც იმას ახმაურებს, რატომ დატოვა თავის დროზე ფრაქციის თავმჯდომარის პოსტი, ვინაიდან, მისი თქმით, ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს პირობა მისცა, რომ ეს საკითხი მათ შორის დარჩებოდა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა