ტელეკომპანია"იმედის" გადაცემა "რეაქციის" ეთერში, ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ იმ შეხედულებების შესახებ ისაუბრა, რომელიც მის შესახებ საქართველოსა და რუსეთში არსებობს.
"კრემლში მე ვარ დასავლეთის შპიონი იმიტომ, რომ დასავლეთში მაქვს მიღებული განათლება, ვარ დიდი აპოლოგეტი და ფანი შეერთებული შტატების და ასე შემდეგ. ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა და უნდა გვესმოდეს, რომ ვართ გაგლეჯილი ორი ზე სახელმწიფოს ჭიდილში. ჩემთვის, როგორც ერთი ქართველი ადამიანისთვის მისაღები არის მხოლოდ გამორჩევითი პოზიცია, რომ აქედანაც და იქედანაც მე უნდა ავიღო მხოლოდ ის, რაც ჩემი ქვეყნისთვის არის მისაღები და არავითარ ქვეყანაში არ დავამონო ჩემი ქვეყანა, მხოლოდ ერთი ქვეყნიდან რაღაცის აღებას არ ვეთანხმები" -განაცხადა ლევან ვასაძემ.
ასევე დაგაინტერესებთ: ლევან ვასაძე - "სააკაშვილის მთავრობამ დაიხია ყველაფერი და თქვა, რომ ჟვანია არის უბედური შემთხვევით დაღუპული"