ლევან ვასაძე - "სააკაშვილის მთავრობამ, დაიხია ყველაფერი და თქვა, რომ ჟვანია არის უბედური შემთხვევით დაღუპული"

ლევან ვასაძე - "სააკაშვილის მთავრობამ, დაიხია ყველაფერი და თქვა, რომ ჟვანია არის უბედური შემთხვევით დაღუპული"

ბიზნესმენ ლევან ვასაძის განცხადებით, ზურაბ ჟვანიას დაღუპვის ოფიციალური ვერსიის არ სჯერა. ამის შესახებ ვასაძემ "რეაქციის" პირდაპირ ეთერში განაცხადა.

"ალბათ ლოგიკურია დავასკვნათ, რომ ამ ვერსიის პედალირება ამდენი ხნის განმავლობაში აწყობდა იმ მხარეს, რომელმაც ის მოკლა. ჩვენ ვიცით, რომ სააკაშვილის მთავრობამ თავიდან ბოლომდე, ბოდიში ჟარგონისთვის და დაიხიეს ყველაფერი და თქვეს, რომ ზურა არის უბედური შემთხვევით დაღუპული და თუკი დამტკიცდება, რომ ის მოკლულია, ავტომატურად ჩრდილი მიადგება იმ ხალხს, ვინც ამ ვერსიას იცავდა თავიდან ბოლომდე", - აღნიშნა ლევან ვასაძემ.

ბიზნესმენი იმედოვნებს, რომ საბოლოოდ გაირკვევა სიმართლე, როგორიც არ უნდა იყოს ის. "იმედი მაქვს, საბოლოოდ დაესმება წერტილი ამ შავბნელით მოცულ საქმეს", - დასძინა ლევან ვასაძემ.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა