რას პასუხობს მინისტრი "ოსკარზე" მიმავალ ქართველ მსახიობებს, რომელთაც 420 დოლარი გამოუყო

რას პასუხობს მინისტრი "ოსკარზე" მიმავალ ქართველ მსახიობებს, რომელთაც 420 დოლარი გამოუყო

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში, მსახიობ გიორგი ნაკაშიძის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას ეხმაურება, რომელიც კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ "მანდარინების" შემოქმედებითი ჯგუფის "ოსკარის" დაჯილდოების ცერემონიალზე დასწრების დაფინანსებას ეხება. როგორც გიორგი ნაკაშიძემ და მიშა მესხმა გადაცემაში აღნიშნეს, მათ სამინისტრომ 7 დღის განმავლობაში ბიუჯეტად მიზერული თანხა, 420 დოლარი დაუწესა.

"მიმდინარე საკითხების მოგვარება ერთმნიშვნელოვნად ფილმის პროდიუსერის პასუხისმგებლობა არის, ზაზას მიერ გამგზავრებასთან დაკავშირებული ხარჯების ბიუჯეტი სრულად დაფინანსდა. რაც შეეხება ამ განსაკუთრებული წარმატების ჯეროვნად დაფასებას და აღნიშვნას, ამაზე მე და ზაზამ მოვილაპარაკეთ, რომ ჯგუფის ამერიკიდან დაბრუნების შემდეგ ჩვენ ერთად მოვახსენებთ საზოგადოებას", - აღნიშნა მიხეილ გიორგაძემ.

იხილეთ ვიდეო

იხილეთ|კულტურის სამინისტრომ "ოსკარზე" დასასწრებად ქართველ მსახიობებს დღეში 60 დოლარი გამოუყო - მთავრობის სიძუნწემ საზოგადოება "დაშოკა"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია