ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის ე.წ. სახელმწიფო საზღვრის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდება

ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის ე.წ. სახელმწიფო საზღვრის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდება

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობა და რუსეთი, 18 თებერვალს, ხელს მოაწერენ სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის ე.წ. სახელწიფო საზღვრის შესახებ ხელშეკრულებას.

ამის შესახებ სააგენტო "რესი" ე.წ სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა დე ფაქტო მინისტრ, დავით სანაკოევზე დაყრდნობით იუწყება.

ინფორმაციის თანახმად, სანაკოევი მომავალ კვირას თავად გეგმავს მოსკოვში ჩასვლას, სადაც არაერთ შეხვედრას გამართავს. იგი რუსეთის მთავრობის წარმომადგენლებთან რეგიონში არსებულ ვითარებას და ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს განიხილავს.

"ეს შეეხება ნატო-ს ინტერესებს საქართველოში, რომელიც საწვრთნელი ბაზის გახსნას გეგმავს. ეს ყველაფერი კი სტაბილურობას ხელს შეუშლის. ამიტომ ჩვენ ჩვენი მხრივ უნდა მივიღოთ საჭირო ზომები, რათა ვუზრუნველყოთ უსაფრთხოება. ყველა ამ საკითხზე ჩვენ სერგეი ლავროვთან შეხვედრისას ვისაუბრებთ და შესაძლოა, გარკვეული გადაწყვეტილებებიც მივიღოთ", - განაცხადა სანაკოევმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი 2008 წლის შემდეგ ცდილობს სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის საერთაშორისო აღიარების მოპოვებას. თუმცა, ამაში ქართული მხარე და მისი დასავლელი პარტნიორები ხელს უშლიან. "ამ კუთხით ჩვენ ჯერჯერობით ვერ ვახერხებთ შედეგის მიღწევას, ვცდილობთ სხვადასხვა ქვეყნებთან დიპლომატიური კავშირების დამყარებას. მიუხედავად ყველაფრისა, დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენ მოგვისმენენ", - აცხადებს სანაკოევი.

მისივე თქმით, მომავალ კვირას რუსეთის მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრისას მხარეები სტრატეგიული თანამშრომლობისა და ინტეგრაციის შესახებ შეთანხმების გაფორმებაზეც იმსჯელებენ. აღნიშნული შეთანხმების დოკუმენტი ე.წ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობამ რუსეთს უკვე გადაუგზავნა, გავრცელებული ცნობით, მას მხარეები ხელს მალე მოაწერენ.

მსგავსი დოკუმენტი მოსკოვმა რამდენიმე თვის წინ აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობასთანაც გააფორმა.

"ინტერპრესნიუსი"სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახეები თავსდება.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა