სააკაშვილის ძვირფასი საათი, გია გეწაძის ქალი მძღოლი და უმაკიაჟო ეკა ზღულაძე - როგორ ცხოვრობენ უკრაინაში ქართველი მაღალჩინოსნები

სააკაშვილის ძვირფასი საათი, გია გეწაძის ქალი მძღოლი  და უმაკიაჟო ეკა ზღულაძე - როგორ ცხოვრობენ უკრაინაში ქართველი მაღალჩინოსნები

ჯანდაცვის მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს გორკის ქუჩაზე, სამინისტროს სიახლოვეს, რომ არ დაკარგოს ზედმეტი დრო მგზავრობაში. ბინების ქირაობა კიევში 14-23 ათასი გრივნა ღირს თვეში. კვიტაშვილი სამსახურის მანქანით "ფორდ მონდეოთი" დადის.

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ეკა ზღულაძეც კიევის ცენტრში ქირაობს ბინას. ცოტა ხნის წინ ის შინაგან საქმეთა სამინისტროს სასტუმროში ცხოვრობდა, რომლის ნომრის ღირებულება 400-დან 1200 გრივნამდე ღირს დღე-ღამეში. ამჟამად ნაქირავები ბინის ღირებულება თვეში 14-დან 25 ათას გრივნამდე მერყეობს.

ზღულაძის თანამშრომლები ყვებიან, რომ მას მძღოლი დაყვება და ისე ადევნებს თვალყურს, როგორც ბავშვს. სამსახურში ზღულაძე გაწელილი ჯემპრით მიდის ხოლმე, ყოველგვარი მაკიაჟის გარეშე. ეკას მეუღლე და შვილები პარიზში ცხოვრობენ. 35 წლის ჩინოვნიკი მეორედაა გათხოვილი, 12 წელი მან შოუმენ გეგა ფალავანდიშვილთან გაატარა, 2011 წელს კი ცოლად გაჰყვა ფრანგ ჟურნალისტს რაფაელ გლუკსმანს. ამჟამად ეკა საფრანგეთსა და უკრაინას შორის იხლიჩება.

საქართველოს ექს-პრეზიდენტის კიდევ ერთი მეგობარი გია გეწაძე, იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე სასტუმროში ცხოვრობს. კიევში ის მერსედესის ა200 კლასის მანქანით გადაადგილება და მას ქალი მძღოლი ემსახურება. თავისუფალ დროს ჩინოვნიკი უკრაინული ენის შესწავლას უთმობს.

მიხეილ სააკაშვილი ბოლო დროს უკრაინის ხშირი სტუმარია. კიევში ის კონსულტაციებს უწევს ბიზნესმენებს და აწარმოებს მოლაპარაკებებს მთავრობის წევრებთან. როგორც მის ირგვლივ მყოფი პირები ყვებიან, სააკაშვილი ხუთვარსკვლავიან სასტუმროში ჩერდება - ან ჰილტონში ან ფეირმონში. რამდენიმე დღის წინ სააკაშვილს ხელზე "როლექსის" საათი ეკეთა, რომლის ღირებულება 330 000 გრივნაა.

მომზადებულია vesti-ukr.com-ს მიხედვით.

იხილეთ ვიდეო: უკრაინის შსს-ს პირველი ქალის სამსახური და პირადი

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა