დავით საყვარელიძე უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელად აირჩიეს

დავით საყვარელიძე უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელად აირჩიეს

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი დავით საყვარელიძე უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელად აირჩიეს. ამის შესახებ ინფორმაციას "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ავრცელებენ. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, სათანდო გადაწყვეტილება უკრაინის ხელისუფლებამ ცოტა ხნის წინ მიიღო. საკონკურსო კომისიამ პრეზიდენტს დავით საყვარელიძის კანდიდატურა შესთავაზა, პრეზიდენტმა თანხმობის მისაღებად პარლამენტს მიმართა, რომელმაც სათანადო გადაწყვეტილება მიიღო.

დავით საყვარელიძის უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელად არჩევა მისი სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას იწვევს. "ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, საყვარელიძის ადგილმონაცვლე საარჩევნო სიაში ეკა ხერხეულიძეა.

"ინტერპრესნიუსი"სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახეები თავსდება.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა