ნუ დამიობლებ და გამიმწარებ შვილებს, დედა ხომ შენც გეყოლება? - გამომძიებლის ჩანაწერები

ნუ დამიობლებ და გამიმწარებ შვილებს, დედა ხომ შენც გეყოლება? - გამომძიებლის ჩანაწერები

ნუ დამიობლებ და გამიმწარებ შვილებს, დედა ხომ შენც გეყოლება? - დაიკვნესა ნინამ და სწორედ ამ დროს გაისმა გასროლა, ტყვია მხარში ეტაკა და გონი დაკარგა... კაცმა ისევ გადატენა იარაღი, მაგრამ ბოლო მომენტში ჰაერში გაისროლა და სანამ კიბეს ჩაირბენდა, ბოძს მიარტყა თავი.

გაზეთ "კვირის პალიტრის" არქივიდან:

გამომძიებლის ჩანაწერები

- ახლა იმდროინდელ შემთხვევას გიამბობთ, როცა დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი რაიონის გამომძიებლად ვმუშაობდი! - კიდევ ერთ ამბავს იხსენებს ბატონი ბიძინა მეტრეველი.

...ის რაიონი ტრადიციულად მდიდარია. შემოდგომობით იმდენი ციტრუსი თუ თხილი გაჰქონდა ადგილობრივ მოსახლეობას რუსეთში, მარტო ერთი სეზონის შემოსავლით იშენებდნენ ახალ სახლებს. იმხანად ძალზე პოპულარული ავტომანქანა "ვოლგა" გაზ-24-იც ბევრს ჰყავდა. თუმცა, გარდა კეთილდღეობისა, რაიონი ძარცვა-ყაჩაღობითაც გამოირჩეოდა. ერთი წლის განმავლობაში იმდენი გაუხსნელი ძარცვის საქმე დაგვიგროვდა, რამდენიმეჯერ დაგვიბარეს დედაქალაქში და კარგს რომ არაფერს გვეტყოდნენ, მიხვდებით ალბათ.

ოჯახის დასაყაჩაღებლად მისულები, მართალია, აღარაფერზე იხევდნენ უკან ფულისა და ძვირფასეულობის მისაღებად, მაგრამ მკვლელობას ერიდებოდნენ, თუმცა კი რამდენიმე შემთხვევა სიკვდილით დამთავრდა.

პირველი 69 წლის საშა დიხამინჯია (გვარ-სახელი აქაც და შემდგომშიც შეცვლილია) დაიღუპა, როცა ყაჩაღებმა იარაღის მუქარით შვილის მიბარებული ათი ათასი მანეთი და ოქროულობა გამოაჩენინეს. ის და მისი ცოლი საწოლზე მიბმულები დატოვეს მძარცველებმა, პირში ტილოჩაჩრილები. კაცს გულის შეტევა მოუვიდა და გარდაიცვალა.

მეორე 72 წლის ვიტალი ბაბუხადია იყო, რომელმაც ბოლომდე ვერ გაიმეტა თავისი ქონება და მიუხედავად ცემისა, არ გაამხილა დამალული ფულის ადგილსამყოფელი. გაღიზიანებულმა ყაჩაღებმა უთო ჩართეს და სხეული "დაუუთოეს", რის გამოც ისიც გულის შეტევით გარდაიცვალა. უთოთი დადაღეს მისი 70 წლის მეუღლეც, რომელმაც არ იცოდა, სად დამალა ქმარმა ფული და შესაბამისად ყაჩაღებმა ვერაფერი წაიღეს, ქალიც სიკვდილს გადაურჩა.

მესამე მსხვერპლი ქალი იყო - 54 წლის გულნარა შარაშია. ყაჩაღებს შინ არ ეგულებოდათ, როცა მისი მძინარე ქმარი საწოლიდან წამოაგდეს და გაკოჭეს. მერე კი ცემა დაუწყეს, რადგან მან სახლში ფულის არსებობა უარყო იმ მოტივით, შარშან სახლი ვალით ავაშენე, წელს ნაშოვნი ფული კი მთლიანად მევალეებს დავურიგეო... მეორე ოთახში მყოფმა მისმა მეუღლემ ფანჯარა გამოაღო და კივილი ატეხა, რომ მეზობლებისთვის ეხმო საშველად. ერთ-ერთმა ყაჩაღმა იარაღი დაუმიზნა, თუმცა გასროლა ვეღარ მოასწრო - შეშინებული ქალი მეორე სართულის ფანჯრიდან გადახტა და ისე დაიმტვრა, რომ მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია