დღეს სოციალური ქსელით გავრცელდა ინფორმაცია მეგრული "დედაენის" შესახებ, რომელიც გალის სკოლებში უნდა შეიტანონ. ინფორმაცია რადიო "აფხაზეთის ხმის" ვებგვერდიდან თავის კედელზე გაავრცელა ბატონმა ლევან ღვინჯილიამ და საკუთარიკომენტარიც დაურთო: "რაც ამ უგუნურობას შედეგად მოჰყვება, ის ყველაფერი საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების კისერზე იყოს.
იწყება ჯერაც ვერშემდგარი ერის სამუდამოდ დაშლისა და განადგურების მიზანმიმართული პროცესი".
იმის შესახებ, რომ გალის აფხაზური ადმინისტრაცია გალის ქართულ სკოლებში მეგრული "დედაენის" შეტანას აპირებდა, ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გავრცელდა. ახალგაზრდა ინტელექტუალების ვებგვერდმა "ლაზარემ" კი ექსკლუზიურად გამოაქვეყნა წიგნის ფოტოები.
განაგრძეთ კითხვა