კალორიების მიხედვით პროდუქტების შერჩევა არასწორი მიდგომაა

კალორიების მიხედვით პროდუქტების შერჩევა არასწორი მიდგომაა

ირაკლი კენჭოშვილი ფიტნესინსტრუქტორი გახლავთ, რომელსაც ინტერვიუს ჩასაწერად ქალებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხის გამო – წონის პრობლემისა და ფორმაში ყოფნის თაობაზე მივმართეთ. ჩვენი რესპონდენტი მარტივად და გასაგებად აგიხსნით, როგორ უნდა ვიკვებოთ და ვივარჯიშოთ სასურველ ფორმაში ჩასადგომად.

- პირველ რიგში, სწორი კვება გულისხმობს ყოველ 3 საათში ერთხელ 4-5 ჯერად დაბალანსებულ კვებას დღის განმავლობაში. არა აქვს მნიშვნელობა, ჩვენ მასაში მომატება გვინდა თუ დაკლება, ორივე შემთხვევაში, რაც უფრო ხშირად ვიკვებებით, მით უკეთესია ჩვენი მეტაბოლიზმი, ნივთიერებათა ცვლა. თუ გახდომა გვინდა, შედარებით მცირე ულუფებით უნდა მივირთვათ, მომატების შემთხვევაში კი მეტი კალორია უნდა მივიღოთ.

უმნიშვნელოვანესია წყლის საკითხი. საშუალო, 70-80 კილო წონის მქონე ადამიანმა დღეში უნდა დალიოს 2 ლიტრი სუფთა წყალი, ჩაი, ყავა და წვენები არ ითვლება. რაც მეტია წონა, მით მეტი წყალი უნდა მიიღოს ორგანიზმმა. ძილის შემდეგ ადგომისთანავე დალიეთ ერთი ჭიქა წყალი. წყალი შეგიძლიათ დალიოთ ვარჯიშის დროსაც, პატარა ყლუპებით, ვინაიდან ვარჯიშის დროს ორგანიზმი კარგავს სითხეს და საჭიროა მისი აღდგენა. არ შეიძლება, მაღალი პულსის დროს წყლის ერთბაშად დალევა, ჯობს, დაელოდოთ პულსის დაწევას.

მთავარი პრინციპი ისაა, რომ ორგანიზმმა მიიღოს ყველანაირი პროდუქტი. არასასურველია რომელიმე ერთი სახეობის შეზღუდვა, რადგან სხვადასხვა საკვები შეიცავს ორგანიზმისთვის საჭირო ელემენტებს, ორგანიზმისთვის აუცილებელ ვიტამინებს. პურის რაციონიდან ამოღება დაუშვებელია. ის უნდა მიირთვათ, ოღონდ შეარჩიეთ დაცეხვილი ხორბლისგან გაკეთებული, დღეში ორი პატარა ნაჭერი პური აუცილებელიცაა.

ჩემთან მოსიარულე, გახდომის მსურველ ხალხს ვურჩევ, კალორიები არ დათვალონ, ვინაიდან შესაძლოა, მაღალკალორიული პროდუქტი არ აგროვებდეს ცხიმს ორგანიზმში, და-ბალკალორიულისგან განსხვავებით. კალორიების დათვლა და ამის მიხედვით პროდუქტების შერჩევა არასწორია. კვება უნდა იყოს დაბალანსებული და ჩვენი საკვები უნდა შედგებოდეს მრავალფეროვანი კომპონენტებისაგან: ცილები, ნახშირწყლები, ცხიმები, ვიტამინები, მინერალური ელემენტები, ყველაფერი საჭიროა.

ამასთან ერთად, უნდა ვეცადოთ, ერთმანეთში არ შევურიოთ სხვადასხვა სახეობის საკვები და მივიღოთ მცირე პორციებით. არ შეიძლება, ერთ ჭამაზე ყველაფერი ერთმანეთს მივაყაროთ: ხორცი, ბოსტნეული, ხილი, ნამცხვარი, გაზიანი ან ტკბილი სასმელები.

გაგრძელება

როგორ გამოვიყენოთ სწორად პირბადე, რომელიც უახლოესი თვეების განმავლობაში ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იქნება

"პრობლემა იყო ის, რომ ბებიის კერძი უფრო ჩანდა, ვიდრე მე" - რა შეცდომა დაუჯდა შოუს დატოვების ფასად "მასტერშეფის“ ყველაზე პატარა მონაწილეს

როგორ გავხდე ინფლუენსერი, ინფლუენსერ მარკეტინგი  დღეს – influencer.ge