ავტორი:

"პრობლემა იყო ის, რომ ბებიის კერძი უფრო ჩანდა, ვიდრე მე" - რა შეცდომა დაუჯდა შოუს დატოვების ფასად "მასტერშეფის“ ყველაზე პატარა მონაწილეს

"პრობლემა იყო ის, რომ ბებიის კერძი უფრო ჩანდა, ვიდრე მე" - რა შეცდომა დაუჯდა შოუს დატოვების ფასად "მასტერშეფის“ ყველაზე პატარა მონაწილეს

"ჩემი ყველაზე დიდი ოცნება იყო, რომ ვყოფილიყავი „მასტერშეფის“ ყველაზე პატარა გამარჯვებული, დღეს კი ჩემს ოცნებებთან დამშვიდობება მიწევს“ - ასე დაემშვიდობა პროექტის მონაწილეებსა და ჟიურის წევრებს "მასტერშეფის“ ყველაზე პატარა კონკურსანტი ლიკა ესაიაშვილი. იგი პირველი აღმოჩნდა, ვინც ტიტულისთვის ბრძოლას გამოეთიშა.

„მასტერშეფის“ ჟიურიმ ლიკასა და პაატას შორის არჩევანი პაატას სასარგებლოდ გააკეთა. რა შეცდომა დაუშვა ლიკამ და რა გეგმები აქვს მომავალში, წაიკითხეთ ინტერვიუში.

- მომზადების პროცესში თუ ფიქრობდი, რომ შეიძლებოდა სწორედ ეს კერძი გამხდარიყო საბედისწერო?

- კერძის მომზადების პროცესში მივხვდი, რომ არასწორი არჩევანი გავაკეთე, მაგრამ გადაწყვეტილების შეცვლის დრო აღარ იყო, ამიტომ ვნერვიულობდი, რომ შეიძლებოდა მე დამეტოვებინა პროექტი.

- შენი აზრით სად დაუშვი (ან თუ დაუშვი) შეცდომა? თავად თუ იყავი კმაყოფილი შენი კერძით?

- ჩემი კერძით კმაყოფილი არ ვიყავი. სერვირების გარდა ჩემი კერძის პრობლემა იყო ის, რომ კერძს აკლდა ცვლილებები, რაც გამოხატავდა ჩემს თავს, ამ შემთხვევაში ძირითადად ბებიის კერძი ჩანდა, ვიდრე მე.

ჟიურის სამივე წევრი თავის საქმეში ძალიან კომპეტენტურია და თუ ჩათვალეს, რომ ჩემსა და პაატას შორის მე ვიმსახურებდი პროექტის დატოვებას, ალბათ ასეც იყო საჭირო.

- მაყურებლის ნაწილი ჟიურის გადაწყვეტილებას უსამართლოს უწოდებს. იცოდი, რომ ამდენი გულშემატკივარი გყავდა?

- არ ველოდი, რომ ასეთ მოკლე დროში ასეთ სიყვარულს და მხარდაჭერას დავიმსახურებდი, ძალიან დიდი სითბო ვიგრძენი მაყურებლის მხრიდან და მინდა ამისთვის ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ყველას.

- ვის გულშემატკივრობ და შენი აზრით, ვის აქვს გამარჯვების შანსი?

- საკმაოდ დიდი კონკურენციაა, ამ ეტაპზე რთულია ლიდერის გამორჩევა, მაგრამ, ვფიქრობ, ამ პროექტში გამარჯვება ყველაზე მეტად ქეთოს დაეხმარება პროფესიული კუთხით განვითარებაში.

- რა გეგმები გაქვს?

- ჩემი მიზანია, რაც შეიძლება მეტად განვვითარდე ამ კუთხით, მეტი ცოდნა და გამოცდილება მივიღო. მართალია, ამ ეტაპზე დამაკლდა გამოცდილება და მარცხი მომივიდა, თუმცა ამით ყველაფერი არ დამთავრებულა, ჯერ წინ მაქვს ყველაფერი!

ქართველმა ასტროფოტოგრაფმა იშვიათი კომეტა დააფიქსირა - "ეს საოცარი ობიექტი, 6 800 წელი აღარ შემოაბიჯებს დედამიწის სიახლოვეს"

იაპონიაში, ქართული კერძი შქმერული, ონლაინ გამოკითხვის შედეგად, საუკეთესოდ დასახელდა

56 წლის ქალი, რომლის იდეალური ფორმებიც გაოცებას იწვევს - სოციალური ქსელების ახალი ვარსკვლავის შთამბეჭდავი ფოტოები