საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა პორტუგალია დაამარცხა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა პორტუგალია დაამარცხა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ანგარიშით 20:15 პორტუგალია დაამარცხა. თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, საქართველოსა და პორტუგალიის მორაგბეთა ნაკრებებს შორის "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" მატჩი გუშინ გაიმართა.

ქართველმა მორაგბეებმა ანგარიში 57-ე წამზე გახსნეს, ლელოს ავტორი დავით კაჭარავა იყო. საბოლოოდ შეხვედრა საქართველოს მორაგბეთა ნაკრების გამარჯვებით ანგარიშით 20:15 დასრულდა.

"ბორჯღალოსნებმა" "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" პირველ მატჩში გერმანიას სტუმრად ანგარიშით 64:8 აჯობეს.

მორიგ შეხვედრას ქართველი მორაგბეები სტუმრად ესპანეთთან 28 თებერვალს გამართავენ.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია