ქართულ-ქურთული მაფია სტამბოლში - "ამ კვირაში სამი გარდაცვლილი ქართველი გვყავს"

ქართულ-ქურთული მაფია სტამბოლში - "ამ კვირაში სამი გარდაცვლილი ქართველი გვყავს"

15 იანვარს, გვიან ღამით, სტამბოლის სახელმწიფო საავადმყოფოში ტაქსის მძღოლმა ტყვიით დაჭრილი ახალგაზრდა დატოვა და მიიმალა. დაჭრილის გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. გარდაცვლილის ვინაობა მხოლოდ მაშინ გახდა ცნობილი, როცა საავადმყოფოში მისი მეგობრები მივიდნენ და პასპორტი მიიტანეს. ის აღმოჩნდა 28 წლის თორნიკე კვიცარიძე. კვიცარიძის მკვლელობაზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და ჟანდარმერიამ საავადმყოფოში მისული მისი ორი მეგობარიც დააკავა...

ბოლო ორი წელია, სტამბოლი არა მხოლოდ ლუკმაპურის საშოვნელად ჩამოსული საქართველოს მოქალაქეების, არამედ ქართველი კრიმინალების თავშეყრის ადგილადაც იქცა. ადრე თუ აქაური პოლიციის საფიქრალი ქართველი ნარკომანები იყვნენ, ახლა მათ ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფებები დაემატა. დღე არ გავა, რომ ქართველები კრიმინალური ქრონიკის გმირებად არ იქცნენ, იმატა კრიმინალურმა გარჩევებმაც, როგორც აქსარაიში ამბობენ, - ქართველებს ადრე თუ წამალი კლავდა, ახლა ტყვია ხოცავს.

ნატო: - "ამნისტიით ამდენი ხალხი რომ გამოუშვეს, არ იფიქრეს, ეს ადამიანები შინ თუ ფეხს ვერ მოიკიდებდნენ, სტამბოლს მოაწყდებოდნენ? მერე იცით, ვის ძარცვავენ და კლავენ? პატრონებს. ამას წინათ ჟანდარმერიამ ჯინსების ფაბრიკაში ქართველები ქურდობისთვის დაიჭირა. მეპატრონე კარგი კაცი იყო - თავის მუშებს ოთახები უქირავა, კვირა დღეს ასვენებდა, რაც მთავარია, ხელფასს დროულად უხდიდა. ჩვენებმა კი მადლობის ნიშნად გაქურდეს. როცა ფაბრიკაში მისულ მეპატრონეს ჟანდარმერია დახვდა, წარბშეუხრელად დაიცვა თავისი მუშები, - ჩემი დავალებით გაჰქონდათო(?!) - კაცმა ციხეს გადაარჩინა და ერთი კვირის შემდეგ ის მეპატრონე ისევ მათვე გაქურდეს. ნაპარავი ჯინსები ახლა ალბათ სადმე ქუთაისში ან სამტრედიაში იყიდება"...

სამწუხაროდ, ქართველები არა მარტო ძარცვავენ, კლავენ კიდეც დამქირავებლებს.

ახალი თაღლითური სქემა, რომელშიც ქალებიც არიან ჩართულნი, ასეთია: მიდის ოჯახში ქალი სამუშაოდ, ერთი თვე მუშაობს, თან ცდილობს, ოჯახის ნდობა მოიპოვოს. ერთ დღეს მასთან მონატრებული""ქმარი""ან "ძმა""ჩამოდის სამშობლოდან (ხშირად მიამიტი პატრონები ნებასაც რთავენ, რომ სტუმარი ოჯახში დარჩეს). როდესაც "ნათესავი" კარგად მოათვალიერებს ყველაფერს, იქაურობას ტოვებს. ცოტა ხანში ქალიც მიდის სამსახურიდან და რამდენიმე დღეში პატრონსაც ძარცვავენ...

როგორც ამბობენ, ამ სქემით რამდენიმე ჯგუფი მუშაობს და სარფიანადაც.

ეს სიახლე თავიდან საბერძნეთში დაინერგა და ისეთი მასშტაბური იყო, რომ მას "კანონიერი ქურდები" აკონტროლებდნენ.

ქურდული სამყარო სტამბოლშიც კარგა ხანია, ცდილობს ფეხის მოკიდებას, თუმცა, მას კონკურენციას ჩეჩნები და ქურთები უწევენ. "მეცამეტე რაიონად" ცნობილ ქუმქაფს"(სადაც ძირითადად არალეგალი ქართველები ცხოვრობენ) პოლიცია ვეღარ ეკარება და ამ საკმაოდ დიდ რაიონს ქურთები და ქართველები აკონტროლებენ. ქართველები აკონტროლებდნენ აქსარაის ავტოსადგურსაც; თუმცა, ერთ დღეს აქ ჩეჩნები გამოჩნდნენ...

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია