პატიმარმა თავის ჩამოხრჩობა სცადა - რა ხდება გლდანის ციხეში

პატიმარმა თავის ჩამოხრჩობა სცადა - რა ხდება გლდანის ციხეში

გლდანის ციხეში მოშიმშილე პატიმარმა თავის ჩამოხრჩობა სცადა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" #8 დაწესებულებაში მოშიმშილე უვადო პატიმრების ოჯახის წევრებმა აცნობეს.

მათი ცნობით, ს.ბ-მ შიმშილობის 22-ე დღეს თავის მოკვლა სცადა, თუმცა საკანში ციხის ადმინისტრაციის წარმომადგენელი შევიდა შემთხვევით და ხელი შეუშალა.

ახლობლების ცნობით, ს.ბ.-ს მძიმე ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია. ამასთან, ოჯახის წევრები შიშობენ, რომ თვითმკვლელობის მცდელობა სხვა მოშიმშილე პატიმრებისგანაც მოსალოდნელია.

უვადო პატიმრები #6 და #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში შიმშილობენ. პატიმრები აცხადებენ, რომ 2012 წლის ამნისტრიის კანონი მათ მიმართ დისკრიმინაციულია და სასჯელის 1/4-თ შემცირებას მოითხოვენ.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ