საქართველოში რამდენიმე ადამიანი სოციალური ქსელ Facebook-ზე დაწერილი სტატუსების გამო, დაკითხვაზე დაიბარეს. როგორც Ambebi.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით, რაც სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების, ანდა ქონების განადგურების მუქარას გულისხმობს. შსს-ში ამ დროისთვის დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ. დაკითხვის დასრულების შემდეგ, დაკითხვაზე დაბარებული ერთ-ერთი პირი, ენდი სილაგაძე Ambebi.ge-სთან საუბრობს.
- ვაჭარაძემ რომ პატრიარქი აუგად მოიხსენია, იქ კიდევ სტატია იყო, რომ მონაზვნები სასწრაფოდ უნდა დავაორსულოთო [იხილეთ სტატია]. მე დავწერე, ამის დამწერს ლულა უნდა პირში-მეთქი და მეორე დღეს ორი გამომძიებელი მოვიდა ჩემთან”, - განაცხადა ენდი სილაგაძემ.
კიდევ ერთი, ვინც დაკითხვაზე დაიბარეს, ფატი ხარშილაძეა, რომელმაც აღნიშნულის შესახებ Facebook-ზე დაკითხვიდან დაბრუნების შემდეგ დაწერა:
"ჩემო მეგობრებო, მადლობა ასეთი მხარდაჭერისთვის. მოვედი. ახლა მინდა მოგიყვეთ, რა და როგორ მოხდა. ახალგაზრდა გამომძიებელი, საკმაოდ კარგად აღზრდილი, ცოტა უხერხულ მდგომარეობაში.
ვეკითხები-მართლა ამისთვის დამიბარეთ, თუ სადმე გვირაბიც მაქვს გათხრილი?ახალგაზრდა-ვაჭარაძის პოსტზე 8 იანვარს, რომელიც გააზიარა სადღობელაშვილმა, სადაც ვაჭარაძე წერს ,,ყველა მოლოზანი სასწრაფოდ უნდა დაორსულდეს,, და ამას მოყვება პატრიარქის შეურაცხმყოფელი სიტყვებიც, არის თქვენი პოსტი და მაჩვენებს ჩემს მიერ დაპოსტილ ალ კაპონეს სიტყვებს - "შენდობა ჩემი საქმე არაა, ჩემი საქმეა, რაც შეიძლება მალე მოვაწყო მათი შეხვედრა უფალთან და მერე უფლის ნებაა, შეუნდობს თუ არა". გამომძიებელმა მკითხა, ეს მართლა ალ კაპონეს გამოთქმაა და თქვენ გაიმეორეთო? მე ვუპასუხე, რომ დედას გეფიცებით ასეა-თქო.
დავადასტურე, რომ მე დავწერე და ახლაც ასე ვფიქრობ.
არ ვაპირებ მიუხედავად ამისა ვაჭარაძის არც მოკვლას და მით უმეტეს...
ვთქვი, რომ უსამართლობა შობს ალ კაპონეებს.
ეს ყველაფერი დაწერა, წავიკითხე, მოვაწერე ხელი და ძალიან ზრდილობიანად გამომაცილეს.
მალადეც მე, ქალი 905 წლის ბოჟი ადუვანჩიკ და ვაჭარაძეს ასე შინებია ჩემი!", - წერს ფატი ხარშილაძე.