"აკი არც კი ვიცნობთო ნოშრევანს?!" - ნანუკა ჟორჟოლიანი პრემიერის სიმამრს ფოტო-კომპრომატს უქვეყნებს

"აკი არც კი ვიცნობთო ნოშრევანს?!" - ნანუკა ჟორჟოლიანი პრემიერის სიმამრს ფოტო-კომპრომატს უქვეყნებს

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი "ფეისბუქის" პირად გვერდზე პრემიერ-მინისტრის სიმამრის თამაზ თამაზაშვილის, ნოშრევან ნამორაძისა და ადვოკატ ირმა ჭკადუას ერთობლივ ფოტოს აქვეყნებს.

"რა თბილი ფოტოა. პრემიერის სიმამრი თამაზ თამაზაშვილი, ნოშრევან ნამორაძე, მისი ადვოკატი და თამაზაშვილის დაქალი:) სამეგობრო რა:) აკი არც კი ვიცნობთო?!...

ღარიბაშვილს რომ მოხსნიან, ანუ ნოშრევანს მფარველები რომ აღარ ეყოლება და ყველაფერს თავიდან გამოიძიებენ, აი მერე რას აპირებენ ძაან მაინტერესებს", - წერს ჟორჟოლიანი.

შეგახსნებთ, რამდნეიმე თვის წინ აგორებული სკანდალის დროს თამზ თამაზაშვილმა ნამორაძესთან ნაცნობობა უარყო, თუმცა ჟურნალისტმა დღეს მათ კომპრომატის სახით ეს ფოტო გამუქვეყნა….

რაც შეეხება ნოშრევან ნამორაძეს, იგი შარშან დავით კოდუას (ნანუკა ჟორჟოლიანის მაზლის) ცემის ბრალდებით დააკავეს, თუმცა სასამართლომ მას პატიმრობა გირაოთი შეუცვალა ის 50 000 ლარის გადახდის სანაცვლოდ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

სამი პირი ავტომობილში, მეოთხე საბარგულში - კურიოზი საყოველთაო კარანტინში (ფოტო)

"ასე რომ დასცინით საქართველოში გამოშვებულ პირბადეებს, ნახეთ აქ რა მოგვიტანეს..." - ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი

ქართველი თეოლოგები მსოფლიოს მართლმადიდებელ ლიდერებს მიმართავენ - "გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნეთ სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ა­ზე, რომ ათა­სო­ბით მო­ქა­ლა­ქის ინ­ფი­ცი­რე­ბა ავი­ცი­ლოთ"