"ის არის ტიპური ჯაშუში" - ვალერი ზუმბაძე ვახტანგ მაისაიას ბრალდებებზე

"ის არის ტიპური ჯაშუში" - ვალერი ზუმბაძე ვახტანგ მაისაიას ბრალდებებზე

თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის ყოფილი მოადგილე ვალერი ზუმბაძე პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებულ ვახტანგ მაისაიას საქმესთან შემხებლობას ადასტურებს, თუმცა მის ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს.

როგორც ზუმბაძე "მაესტროსთან" ინტერვიუში აცხადებს, სიმართლის დასადგენად დაინტერესებულია, მაისაიას საქმეს გრიფი "საიდუმლო" მოეხსნას.

"ის არის ტიპური ჯაშუში, რომელმაც ძალიან დიდი ზიანი მოუტანა ჩვენს სახელმწიფოს. მეტიც, 2008 წლის ომში ვახტანგ მაისაიას მიუძღვის ძალიან ცუდი წვლილი. პირდაპირ გადასცემდა 2008 წლის 7-8 აგვისტოს საქართველოს შეიარაღებული ძალების დისლოკაციის ადგილის შესახებ ინფორმაციას წამლების კომპანია "ნოვარტისის" წარმომადგენლებს. განსაზღვროს საზოგადოებამ, რაში სჭირდებოდა წამლების საერთაშორისო კომპანიას აღნიშნული მონაცემები. ეს დეტალი მინდა საზოგადოებამ კარგად გაიგოს. რაც შეეხება ბრალდებებს, რომ სთხოვდნენ ალასანიაზე, პეტრიაშვილზე, პავლიაშვილზე რაღაც ეღიარებინა. ეს არის სრული აბსურდი. ჩვენ ძირითადად ვმოქმედებდით იმ მასალებით, რომლებიც იყო შეკრებილი საქმეზე უტყუარი მტკიცებულებების სახით", - აცხადებს ზუმბაძე.

თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი "აბსურდს" უწოდებს ასევე მაისაიას იმ ბრალდებასაც, რომლის მიხედვითაც ის აწამა. "ყველაზე მეტად, რამაც გადამაწყვეტინა ინტერვიუს მიცემა არის ის, რომ მაისაია მდებს ბრალს წამებაში და თან ძალიან მძიმე ფორმით – ჩამომაცვა თავზე პარკი და ა.შ. ეს არის სრულიად დაუსაბუთებელი ბრალდება", - აღნიშნავს გენერალური ინსპექციის უფროსის ყოფილი მოადგილე, რომლის მტკიცებითაც, "არსად გადახვეწას" არ აპირებს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ