ოზურგეთში 23 წლის მამაკაცი მოკლეს

ოზურგეთში 23 წლის მამაკაცი მოკლეს

ოზურგეთში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. შემთხვევა იაკობ შემოქმედელის ქუჩაზე ცოტა ხნის წინ მოხდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მოკლულია 23 წლის მამაკაცი.

მათივე ინფორმაციით, მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 108-ე მუხლით აღიძრა, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

"ადგილზე პოლიცია იმყოფება და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე 108-ე მუხლით აღიძრა", - აცხადებენ შსს-ში.

არსებული ინფორმაციით, გასროლა ცეცხლსასროლი იარაღიდან განხორციელდა. გავრცელებული ცნობით, მოკლული ახალგაზრდა წარსულში ნასამართლევია.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ