გლდანში ნასვამ ახალგაზრდებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირება მოხდა. ინციდენტი გლდანის ა მიკრორაიონში , 48-ე კორპუსთან მოხდა, სადაც სროლის ხმა ისმოდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს.
არსებული ვერსიით, ახალგაზრდები სვამდნენ, რა დროსაც ერთმანეთში შელაპარაკება მოუვიდათ. ადგილზე საპატრულო პოლიციის მისვლას, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ ახალგაზრდებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.
"რუსთავი 2"-ის ცნობით, დაუდასტურებელი ინფორმაციით, ერთ-ერთმა ახალგაზრდამ პოლიციელს იარაღი წაართვა და გაისროლა. ასევე გავრცელებული ცნობით, ჩხუბის შედეგად ერთი სამართალდამცველი დაიჭრა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში პოლიციელის დაჭრასა და სროლების ფაქტს არ ადასტურებენ. როგორც უწყებაში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება დაწყებულია.