ვაზაგაშვილის აფეთქებაში ბრალდებულ სოსანაშვილს ოჯახის მტკიცებით, თავის ტვინის სიმსივნე აქვს

ვაზაგაშვილის აფეთქებაში ბრალდებულ სოსანაშვილს ოჯახის მტკიცებით, თავის ტვინის სიმსივნე აქვს

იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის, გია სოსანაშვილის ოჯახის წევრების ინფორმაციით, დაკავებულს თავის ტვინის სიმსივნე აქვს, რის შესახებაც მათ დაკავებამდე რამდენიმე თვით ადრე შეიტყვეს.

"ჩემი შვილი მიმალავდა, რომ ეს დაავადება სჭირდა, თუმცა დაკავებამდე ორი თვით ადრე თაროდან გადმოვარდა ენცეფალოგრამა და სხვა სამედიცინო საბუთები. სწორედ იქ წავიკითხე, რომ ჩემს შვილს თავში სიმსივნე ჰქონდა. დავურეკე კიდეც ტელეფონზე და ვუთხარი, რომ მისი დაავადების შესახებ გავიგე. ამის თაობაზე ჩემი მეუღლისთვის არ მითქვამს, ისედაც შეუძლოდაა და არ მინდოდა, ენერვიულა. გია მთელი წლის განმავლობაში წამლებს სვამდა", - ამბობს ბრალდებულის დედა დარეჯან სოსანაშვილი.

დაკავებულის ახლობლები ამბობენ, რომ აღნიშნული დიაგნოზის დამადასტურებელი დოკუმენტაციაც არსებობს და ეს სამედიცინო დასკვნები სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დღეს უკვე წარადგინეს.

"სამედიცინო დასკვნა სასჯელაღსრულების დაწესებულბაში უკვე მივიტანე, ალბათ გამოკვლევებს იქაც ჩაუტარებენ. ჩემს ძმას თავში კისტა აქვს. თუმცა, კონკრეტულად რომელ სამედიცინო დაწესებულებაში და რომელ პროფესორთან მკურნალობდა, ზუსტად არ მახსოვს", - აცხადებს ლია სოსანაშვილი.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ