"კურიერი" მაუწყებლობას კიევიდან, საგანგებოდ მოწყობილი სტუდიიდან განაახლებს" - "რუსთავი 2"-ს უკრაინული გეგმები

"კურიერი" მაუწყებლობას კიევიდან, საგანგებოდ მოწყობილი სტუდიიდან განაახლებს" - "რუსთავი 2"-ს უკრაინული გეგმები

მას შემდეგ, რაც საქართველოს ექსპრეზიდენტი სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტის, პოროშენკოს გადაწყვეტილებით უკრაინაში რეფორმების საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელად დაინიშნა, სოციალურ ქსელ Facebook-ზე აქტიურად ალაპარაკდნენ იმის თაობაზე, თითქოს ძალიან მალე, "კურიერი" მაუწყებლობას კიევიდან, საგანგებოდ მოწყობილი სტუდიიდან დაიწყებს. ერთ-ერთი, ვინც აღნიშნულ ინფორმაციას ავრცელებს, ტელევიზიის ყოფილი თანამშრომელი დათო გოგიშვილია.

"სრული სერიოზულობით გეუბნებით, ყოველგვარი ხუმრობის გარეშე, სარწმუნო წყაროებიდან შევიტყვე, რომ ძალიან მალე "კურიერი" მაუწყებლობას კიევიდან, საგანგებოდ მოწყობილი სტუდიიდან განაახლებს. მართალია ეს ყოველივე????", - წერს გოგიშვილი.

იგივე საკითხზე თბილისის ფორუმზეც საუბრობენ, სადაც თემა, სახელწოდებით "რუსთავი2" კიევში მიდის" საკმაოდ რეზონანსულია.

ბლოგერი ლევან ზანგურაშვილი კი წერს, რომ მისი ინფორმაციით, "ტელეკომპანიის კიევში გადატანა მიხეილ სააკაშვილის ინიციატივაა".

Facebook/ლევან ზანგურაშვილი:

"დაუზუსტებელი ინფორმაციით, იგეგმება ტელეკომპანია "რუსთავი-2"-ის უკრაინაში გადატანა. საამისოდ კიევში უკვე გამოყოფილია შესაბამისი ფართი კრეშჩატნიკის მახლობლად. უკრაინაში ტელეკომპანიის მაუწყებლობამ ხელი უნდა შეუწყოს ქვეყანაში დემოკრატიის დამყარებას და დაეხმაროს უკრაინელ ხალხს გაიგოს სიმართლე "უკრაინის ჯარების მიერ რუსეთის დაპყრობის შესაძლებლობებზე". მას შემდეგ, რაც უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლად დაინიშნა მიხეილ სააკაშვილი, ადგილი აქვს მისი აზრების იგნორირებას ზოგიერთი უკრაინული მედიის მიერ. სწორედ "რუსთავი-2" იქნება ის ტელეკომპანია, რომელიც შეუფერხებლად მიაწვდის უკრაინელ ხალხს ობიექტურ ინფორმაციას. ტელეკომპანიის კიევში გადატანა მიხეილ სააკაშვილის ინიციატივაა. მისი თქმით, ამ ტელეკომპანიამ ერთგვარი "ატომური ბომბის" ფუნქცია უნდა შეასრულოს მსოფლიო მედიაში. ცნობილი გახდა, რომ უკვე დამზადებულია ბანერი წარწერით: "უკრაინის დროშა კრემლის თავზე ფრიალებს!"

ამჯერად მიმდინარეობს "რუსთავი-2"-ის ძვირადღირებული ტექნიკის შეფუთვა და ტრანსპორტირებისთვის მზადება.

მოხალისეებს ბარგის ჩალაგებაში დასახმარებლად თხოვენ მივიდნენ ტელეკომპანიის სათაო ოფისთან".

აღნიშნული მოსაზრებების გამოქვეყნების შემდეგ, ინფორმაციის გადასამოწმებლად, Ambebi.ge ტელევიზიის გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას დაუკავშირდა. როგორც ნიკა გვარამიამ ჩვენთან საუბრისას განაცხადა, ტელევიზია ნამდვილად გეგმავს უკრაინიდან სპეციალური გამოშვებით ეთერში გასვლას, თუმცა ამას სისტემატური ხასიათი არ ექნება. გვარამიას თქმით, "კურიერი" მხოლოდ ერთი დღით, 20 თებერვალს გავა პირდაპირ ეთერში კიევიდან, ვინაიდან ევრომაიდნის ცნობილი დრამატული მოვლენებიდან 1 წელი გადის.

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია