რა ბრალდებებს უყენებენ ნინო გვენეტაძეს სკეპტიკოსები - "გვენეტაძე "პოლიტპატიმრების სიის" ერთ-ერთი შემდგენი იყო"

რა ბრალდებებს უყენებენ ნინო გვენეტაძეს სკეპტიკოსები - "გვენეტაძე "პოლიტპატიმრების სიის" ერთ-ერთი შემდგენი იყო"

"ფეისბუქზე" გიორგი მარგველაშვილის მიერ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე ნინო გვენეტაძის კანდიდატურის წარდგენას ეხმაურებიან:

თამარ ჩერგოლეიშვილი - "გაბედავას რომ პოლიტპატიმრის წოდებას მიანიჭებს, ის პიროვნება კი უნდა იყოს ზეკომპეტენტური და იმსახურებდეს უზნაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტს.

"გვენეტაძის თანამონაწილეობით შედგენილი სიის საფუძველზე პოლიტპატიმრის სტატუსი მიენიჭათ 26 მაისის აქციებში მონაწილე აქტივისტებს, მათ შორის ნინო ბურჯანაძის მძღოლს, რომელმაც პოლიციელი გაიტანა, ყინწვისში დაკავებულ ბადრი ბიწაძის 24-კაციანი შეიარაღებული დაჯგუფების წევრებს, მუხროვანის ამბოხის მონაწილეებს, ოპერაცია ენვერის შედეგად დაკავებული პირებსა და სახალხო მართლმადიდებელი მოძრაობის წევრებს, რომელთაც ტელეკომპანია კავკასიაში ჟურნალისტებს სცემეს."

"პრეზიდენტის მიერ წარდგენილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ნინო გვენეტაძე გაცხადებულ საჭირო კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს.

კერძოდ,

- გვენეტაძე აფილირებულია რესპუბლიკურ პარტიასთან, ასევე

- ის მუშაობდა შევარდნაძის დროინდელ სასამართლოში, სადაც კორუფცია ჩვეულებრივი ცხოვრების წესი იყო.

გარდა ამისა, ჯაფარიძის თქმით,

- გვენეტაძე "ღარიბაშვილის მიერ მართულმა" არასამთავრობო ორგანიზაციამ წარადგინა, ასევე

- გვენეტაძე ე.წ. პოლიტპატიმრების სიის ერთ-ერთი შემდგენი იყო".

ლადო სადღობელაშვილი - "ეს არის არათუ ჩემი არამედ ეს უნდა იყოს ყველა პროგრესულად მოაზროვნე ადამიანის პოზიცია!!!  რატომ ძლიერდება ხელოვნურად რესპუბლიკური პარტია?! რატომ უწყობს ხელს რესპუბლიკური პარტიის გაძლიერებაში ახლა უკვე საქართველოს პრეზიდენტი და რატომ აყენებს რესპუბლიკური პარტიის წევრს ნინო გვენეტაძეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატურაზე?! ბნელა მეგობრებო?! საერთოდ პოლიტიზირებული რატომ უნდა იყოს ეს კანდიდატურა? და რატომ უნდა ემსახურებოდეს ირიბად ან პირდაპირ ამა თუ იმ პოლიტიკურ ჯგუფს?!

"თავისუფალი თაობა" ემიჯნება ყველა იმ კანდიდატს რომელიც წარდგენილნი არიან - "ნაციონალური მოძრაობის" "რესპუბლიკური პარტიის" "თავისუფალი დემოკრატების" მიერ ასევე ემიჯნება ყველა იმ კანდიდატს რომელსაც ლობირებს საქართველოს პრეზიდენტი და ის არასამთავრობოები რომლებიც მხილებულნი არიან ნაციონალურ მოძრაობასტან მჭიდრო ურთიერთობაში...

- ისე არ უნდა მოხდეს რომ ვაის გავეყარეთ და ვუის შევეყარეთ!"

ნუგზარ წიკლაური - "გვენეტაძის წარდგენით მარგველაშვილმა ყველა კრიტერიუმი დაარღვია.პოლიტიკური აფილაციის-რადგან გვენეტაძე რესპუბლიკური პარტიის წევრია; პრინციპულობის-რადგან ის შევარდნაძის კორუმპირებული სასამართლოს ნაწილია და კომპეტენციის. ამაზე ცუდ არჩევანს ძნელად თუ წარმოიდგენდა ვინმე."

ზურაბ ჯაფარიძე - "ის ცალსახად აფილირებულია "რესპუბლიკურ პარტიასთან", ასევე წარმოადგენდა შევარდნაძის დროინდელ სასამართლოს, რომელშიც კორუფცია იყო ჩვეულებრივი ცხოვრების წესი. გარდა ამისა, არის დამატებითი ფაქტორები, რომელიც ჩვენთვის არის საყურადღებო. ერთი, თუ ვის მიერ იქნა ამ კანდიდატურის წარდგენა - ეს არის არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატები". ყველა ინფორმაციით დასტურდება, რომ ისინი არიან ღარიბაშვილის მიერ მართულნი. მეორე, რაც ასევე მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ეს ადამიანი იყო იმ კომისიის წევრი, რომელმაც შეადგინა ე.წ. პოლიტპატიმრების სია და საქმეების განხილვის გარეშე ციხიდან გამოუშვა ჯაშუშები და მოძალადეობრივი ჯგუფები".

სერგო რატიანი - "ამ კანდიდატურის წარდგენით მარგველაშვილმა დაარღვია თავის მიერ შერჩეული 3 კრიტერიუმი: არ უნდა ყოფილიყო არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან აფილირებული, უნდა ჰქონოდა უზადო რეპუტაცია და უნდა ჰქონოდა კომპეტენცია, რომელიც დასტურდებოდა საერთაშორისო ინსტიტუტებით. არც ერთ კრიტერიუმს არ ეთანხმება პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატურა - არ აკმაყოფილებს, რადგან ის არის შევარდნაძის დროინდელი კადრი, მაშინ როცა სასამართლოში იყო ქრთამი. მეორე, ის არის აფილირებული "რესპუბლიკურ პარტიასთან" და კენჭსაც იყრიდა არჩევნებში. ასევე, მისი კომპენტენციაც არ არის დადასტურებული საერთაშორისო ინსტიტუტებით".

ნიკა რურუა - პრეზიდენტის მიერ უზენაესის თავმჯდომარის კანდიდატად ნ. გვენეტაძის დასახელება მისი, ანუ პრეზიდენტის, მორიგი ფიასკოა. შერჩეული კანდიდატურა სავარაუდოდ მხარდაჭერილი იქნება პარლამენტის მიერ, რადგან ეს ადამიანი ლოიალურია თითქმის ყველანაირი ხელისუფლების (გარდა ნაციონალურის) და ის ამჯერადაც "ოცნების" ჯიბის მოსამართლე გახდება.

მას, სამწუხაროდ, არც ინტელექტუალური, არც პროფესიული და არც პიროვნული თვისებები არ გააჩნია, რომ თუნდაც დამაკმაყოფილებლად შეასრულოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ფუნქციები. დააკვირდით, რა ტიპაჟები მოიწონებენ მის კანდიდატურას პოლიტიკური სპექტრიდან თუ ე.წ. "ექსპერტებიდან", და ყველაფერი ნათელი გახდება.

მეტი ინფორმაციისთვის| მნიშნველოვანი ეპიზოდები ნინო გვენეტაძის ცხოვრებიდან - ქვეყნის პირველი მოსამართლის კანდიდატის პროფესიული წარსული

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია